მივხვდები რამხელა ენერგიაცაა
თუ ჩალურჯებული თვალი და გაკერილი წარბი იმეტყველებს ამ ყველაფერზე

ოკიე დავწერ ეხავე

რომანწიკული საღამო
საღამო, მზე ჩასასვლელად ემზადება.
ცა წითლადაა შეგებილი. მზე უკანასკნელ მეწამულ სხივებს იკრეფს და ნელ ნელა ზგვასჰი ცჰასასვენებლად ემზადება.
პირველი ვარსკვლავი უკვე ციმციმებს ცაზე.
სანაპიროზე, მოკრძალებულ ბუნგალოში მხოლოდ 2 ადამიანი ზის. ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი მანდილოსანი და შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი.
შამპანურს ნაზად წრუპავენ და ერთმანეთს თვარებში შესცქერიან.
ხმას არცერთი არ იღებს, ბუნგალოს მაგიდის ნათურის ნაზი შუქი ანათებს.
მათ მყუდროებას მხოლოდ ტალღების შრიალი და ნაზი, კლასიკური ხმადაბალი მუსიკა არღვევს.
ცოტა სასმელმოკიდებულები არიან უკვე.
ვაჟი წამოდგება და მანდილოსანს უხმოდ გაუწვდის ხელს. გოგონა მის გამოწვდილ ხელს თავის ნაზ ხელს შეაგებებს და ასევე უხმოდ და მაცდური ღიმილით დასთანხმდება ცეკვაზე.
ისინი არიან ორნი, მხოლოდ ორნი და ზღვა. გარშემო მათთვის სულიერი აღარ არსებობს. ისინი გატაცებულები არიან ამ ცეკვით და ირგვლივ მთელი სამყარო მუსიკის ნაზ ხმას გამოსცემს.
ცა უკვე ვარსკვლავებით მოიჭედა და მთვარეც ამოცურდა ლაღად ცაზე
ისინი კი თავბრუდამხვევად ცეკვავენ. ვაჟმა მაგიდიდან 1 ცალი ყვავილი აიღო. გოგონას ტავზე თმა ხელით ნაზად გადაუწია და თმაში ლამაზი და მუსიკასავით ნაზი ყვავილი ჩაურჭო. და ცეკვა კვლავ დამათრობლად განაგრძეს. ვაჟმა გოგონა მკლავზე გადაიწვინა და თვითონაც ოდნავ მოიხარა წელში. გოგონა ვაჟის ძლიერ მკლავს მიენდო და თვალებდახუჭულმა შეასრულა ეს მოძრაობა. ვაჟმა ნელა და ნაზად აკოცა გოგონას ვარდისფრად მოელვარე ტუჩებს და ნელა გასწორდნენ წელში.
ეს კოცნა გოგოსთვის მოულოდნელი იყო მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათი ტუჩები მეორედაც შეეხნენ ერთმანეთს და ტანში მხურვალე და ახალდაღვინებული ბადაგივით მათრობელა ჟრუანტელმა დაუარა ორივეს ტანში.
პირველი ნაწილის დასასრული
ნაწილი მეორე
მათი მყურდოება მიმტანის ხმამ დაარღვია
-ბარი იკეტება, თქვენი ანგარიში.
თქვა მიმტანმა, მაგიდაზე მუყაოსყდიან ტყავგადაკრული ორად მოკეცილიმენიუ დადო და უკან გაბრუნდა

ვიცი რომ დამპალი ვარ მაგრამ მეორე ნაწილს ყურადღებას ნუ მიაქცევთ