2008-09-08 11:12
სარკოზისა და მედვედევის შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება
რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავენ,- ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ სარკოზის მოსკოვში ვიზიტის დაწყებამდე გააკეთა.
"შესაძლოა, სხვა საკითხებიც წამოიჭრას, თუმცა უფლება არ მაქვს, დაგეგმილი მოლაპარაკების მსვლელობაზე ვისაუბრო", - აღნიშნა ნესტერენკომ.
მისივე თქმით, პარტნიორებთან, იქნება ეს ევროკავშირი თუ მსოფლიოს რეგიონების სხვა ქვეყნები, მუდმივი დიალოგის გაგრძელება ინფორმაციის პირველი ხელიდან მიღების შესაძლებლობას იძლევა.
"ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თუ პოზიცია მესამე-მეოთხე არხით გადაეცემა, ხდება მისი დამახინჯება, არასწორი გაგება, თუ რისი თქმა სურდა ამა თუ იმ მხარეს და რა პოზიცია უჭირავს შექმნილ ვითარებაში", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა.
მოსკოვიდან დელეგაცია თბილისში ჩმოვა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=239858ვნახოთ ეს ცცვედანი სარკოზი და ევროპა რას გაქაჩავს, თუმცა არა მგონია რომ რეალურად რამე გააკეთონ
* * *
2008-09-08 12:17
საქართველოს საჰაერო სივრცე ორმა რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია
საქართველოს საჰაერო სივრცე გუშინ ორმა რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრობამ გაავრცელა.
საჰაერო სივრცის დარღვევა გუშინ, 11.20 საათზე დაფიქსირდა. 45 წუთის განმავლობაში რუსული სამხედრო საჰაერო თვითმფრინავები, რომელთა ტიპის დადგენა ვერ მოხერხდა, დაზვერვას შატილისა და ცხინვალის თავზე ახორციელებდნენ.
ამასთან, მთავრობის განცხადების მიხედვით, გრძელდება რუსეთის მიერ ფოთში გახსნილ უკანონო საგუშაგოებზე დამატებითი ძალების შეყვანა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი საკუთარ მოვალეობების შესრულებას არ აპირებს. ფოთში მდებარე საგუშაგოებზე გუშინ დამატებით 60-მდე სამხედრო მოსამსახურე განლაგდა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=239873 * * *
თბილისი.08.09.08."ჯი-ეიჩ-ენი". მოსკოვში ჩასულ ევროკავშირის ლიდერებს მედვედევი ქართულ-რუსული კონფლიქტების დარეგულირების ახალ გეგმას, ე.წ. "საგზაო რუკას" შესთაზებს" რომელიც ე.წ. სამხრეთ სოეთის და აფხაზეთის "უსაფრთხოების განუხრელ გარნტიებს" ითვალსიწინებს. მოსკოვის პრეზიდენტი ამ გეგმის დეტალებს ევროკავშირის "ტროიკასთან" შეხვედრისას გაახმიანებს.
ევროკავშირის მისა მოსკოვში დღეს ჩავიდა. მისი შემადგენლობაში ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური ნკოლა სარკოზი, ევროკვშირის კომისარი სგარეო ურთიერთობათA და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო შედიან.
ევროკავშირის დელეგაცია რუსულ მხარესთან ე.წ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების დარეგულირების, ასევე რუსეთის მიერ ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების და საქართველოს ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გასვლის გეგამს განიხილავს.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მოლაპარაკების პროცესში,I რუსეთი ევროკავშირის დელეგაციას რუსულ-ქართული კონფლიქტის დარეგულირების ე.წ. "საგზაო რუკა" შესთავაზებს, რაც აფხაზეთსია და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების განუხრელ გარანტიას ითვალსიწინებს".
სარკოზი, ბაროზო და სოლანა კი, რუსეთის ხელისუფალს კავკასიაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციას გააცნობენ, რომელიც ევროკავშირის საგანგებო სამიტზე შეიმუშავეს, რომელიც 1 სექტემბერს გაიმართა.
სოლანა მოსკოვს საერთაშორისო დამკვირვებელთა 150-200 კაციანი საპოლიციო მისიის შექმნის პროექტს გააცნობს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დაკომპლექტდება. ამასთან, მომხდარ კონფიქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმანს შესთავაზებს.
* * *
The Boston Herald: Банда Путина теряет связь с реальностью
Время публикации: Сегодня в 09:33 по Джохару
«Судя по тому, что российское руководство говорит о Грузии, оно чем дальше, тем больше теряет связь с реальностью», указывает в своём последнем номере американская The Boston Herald.
«Сначала премьер-министр Владимир Путин утверждает, что, по заключению его военных аналитиков, 'некто в Соединенных Штатах создал этот конфликт, чтобы создать напряженность в интересах одного из кандидатов' в президенты — он, правда, не сказал, какого, — а теперь представитель армии генерал-полковник Анатолий Ноговицын заявляет, что у российских войск есть доказательство участия США в конфликте — найденный на грузинском укрепленном посту паспорт некоего Майкла Ли Уайта (Michael Lee White).
Уайт преподает в Китае английский язык и утверждает, что в августе, когда Россия вторглась в Грузию, он был в Техасе. По его словам, три года назад он забыл свой паспорт в самолете Москва-Нью-Йорк, и, по свидетельству корреспондентов The Wall Street Journal, рассказ Уайта — во всяком случае, в той части, в какой его можно проверить — полностью соответствует действительности.
Это же абсурд; если агент действует нелегально, он не потащит с собой паспорт, а уж если у него паспорт и будет, то наверняка на другое, не истинное имя. Гораздо более вероятно, что российские власти просто взяли старый паспорт Уайта и добавили его к той куче барахла, которую они держат, чтобы самим проворачивать всякие грязные делишки.
Разве у русских нет посольства в Вашингтоне, разве оно не посылает им отчеты о том, как формируется американское общественное мнение?
Любой кандидат, которого заподозрили бы в разжигании войны ради поднятия собственной популярности, терял бы голоса тоннами; да что там, возникла бы вопросы к его умственной полноценности.
Путин предъявляет претензии к тому, что в Черном море, оказывается, слишком много западных военных кораблей: один польский, один испанский, один немецкий и два из Соединенных Штатов, на которых в черноморские порты Грузии транспортируется помощь.
Это вроде бы не превышает пределов, установленных Конвенцией Монтре 1936 года, которая устанавливает режим использования Черного моря странами, которые им не омываются.
Мы, правда, не слышали, чтобы Путин упоминал о ней (кстати, Турция отказалась впустить в Черное море американские плавучие госпитали, заявив, что они превысили бы налагаемые конвенцией ограничения по тоннажу — США Конвенцию Монтре не подписывали, но обещали её придерживаться).
В любом случае, это не самый лучший для него аргумент — ведь Россия держит в украинском порту Севастополь 40 боевых кораблей и уже неоднократно нарушала Монтре, выводя авианосцы из Черного моря в Средиземное. Чтобы уметь выбирать эффективные аргументы, надо быть реалистом. Вот так-то», заключает американское издание.
* * *
2008-09-08 12:36
რუსეთი აზერბაიჯანის გულის მოგებას ცდილობს
რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გუშინ მოსკოვში შეხვედრა გაიმართა.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და ელმარ მამედიაროვმა "განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო მდგომარეობა, რომელიც სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის აღკვეთის შემდეგ შეიქმნა".
ასევე, განიხილეს რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო "დეი. აზი" აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკურ უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რეგიონულ საკითხებზე მსჯელობისას, განხილული იყო თურქეთის ინიციატივა "კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის შესახებ".
რაც შეეხება მთიანი ყარაბახის კონფლიქტს, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=239881ისევე როგორც ჩვენსას აღიარებდა სანამ არ დასჭირდა
* * *
____________________________________________________
2008-09-08 12:34
სერგეი ბაღაფშმა უარყო ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთში რუსული ბაზების განთავსებას ეწინააღმდეგება
სერგეი ბაღაფშმა უარყო ინფორმაცია, რომ არ აპირებს, "მწვანე შუქი" აუნთოს რუსული სამხედრო ბაზების განთავსებას აფხაზეთში, - იუწყება რადიო "ეხო მოსკვი".
"მე მივეცი ინტერვიუ სადაც დამისვეს კითხვა, აშენდება თუ არა ახალი სამხედრო ობიექტები რესპუბლიკაში, მაშინ მე ასე ვუპასუხე – ახლის მშენებლობას არ ვაპირებ, ხოლო ძველებს ყველას აღვადგენ. აი, საიდან წამოვიდა ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთის პრეზიდენტი რესპუბლიკაში რუსეთის ჯარების ყოფნის წინააღმდეგია. ყველაფერი პირიქით არის,"-აღნიშნა ბაღაფშმა.
როგორც ბაღაფშმა განაცხადა, პირადად ითხოვა, რომ რუსული ჯარები აფხაზეთში მდგარიყვნენ. "ისინი იქ იდგებიან", -განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=239879 * * *
წინააღმდეგ საქართველოს საქმის მოსმენა დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 სექ.'08 / 12:43
ჰააგაში არსებულმა საერთაშორისო სასამართლომ დღეს დაიწყო საქმის მოსმენა, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ წარადგინა 12 აგვისტოს.
საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის დროს 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.
საგანგებო მოსმენების დროს სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს მოთხოვნაზე რათა მიიღოს შუალედური ზომები რუსეთის წინააღმდეგ რომ უსწრაფესად მოხდეს ეთნიკური წმენდის შეჩერება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
8 სექტემბერს მოსმენა გაიხსნა ქართული მხარის მიერ არგუმენტების წარმოდგენით, რომელიც სამ საათს გასტანს. შემდეგ უკვე რუსეთი წარმოადგენს საკუთარ კონტრ–არგუმენტებს ასევე სამი საათის განმავლობაში. არგუმენტების და კონტრ–არგუმენტების გაცვლა მხარეებს შორის 9 და 10 სექტემბერსაც გაგრძელდება.
http://civil.ge/geo/article.php?id=19430 * * *
Россия решила напугать американцев в Черном море из Венесуэлы
08/09/2008 09:23
Командование ВМС Венесуэлы в субботу объявило, что с 10 по 14 ноября проведет совместные с ВМФ России учения в венесуэльских территориальных водах, передает агентство France Presse.
Как указывается в сообщении командования, в военных маневрах будут принимать участие четыре российских корабля и около 1000 человек личного состава. Кроме того, к учениям привлекут ВВС Венесуэлы и подлодки.
Подобные учения проводятся впервые в Латинской Америке.
* * *
2008-09-08 13:14
რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონში კვლავ რჩებიან
რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებიან საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, აგრეთვე, გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე.
ამის შესახებ საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ რადიო "პალიტრას" განუცხადა.
ცერცვაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე კვლავ მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და 150-მდე სამხედრო. ოკუპანტებმა უკანონო ბლოკ-პოსტები კაპიტალურად შეაკეთეს.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, გამგებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები გასვლას არ აპირებენ, სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება და სწავლა ყველა სკოლაში, მათ შორის ოკუპირებულ სოფლებშიც, 15 სექტემბრიდან დაიწყება.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...;info_id=239894 * * *
2008-09-08 13:10
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება დააჩქაროს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიატრას ვაიტეკუნასმა საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ევროკავშირს მოუწოდა, დააჩქაროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, აგრეთვე, საქართველოსა და უკრაინისთვის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება, - იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი".
ვაიტეკუნასი გამოვიდა წინადადებით, რაც შეიძლება სწრაფად და არა უგვიანეს ოქტომბრისა მოწვეული იყოს დონორთა კონფერენცია, ამასთან, აუცილებლად თბილისში. მისივე თქმით, საქართველოში უნდა გაიგზავნოს ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკური მისია.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს წინადადებები საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების მოდელზე.
მისივე თქმით, რუსეთისა და ევროკავშირის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე ახალი შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ უნდა განახლდეს.
"ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მომავალ ურთიერთობებზე, ვიდრე ნათლად არ გავიგებთ, რა ურთიერთობები გვაქვს დღეს", - აღნიშნა პიატრას ვაიტეკუნასმა.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...;info_id=239893