მიხვდით უკვე ვიზეა ლაპარაკი? თუ ვერ მიხვდით?
რასაკვირველია, რასაკვირველია თვით 11-ე სამარშო ასეულის ინტენდანტზე, პოდპორუჩიკი დუბის სისხლის გამშრობზე, უამრავი ამბების გუდაზე და სხვ, იოზეფ შვეიკზე
შვეიკი შესულია ყველაზე ცნობილ ჩეხთა სიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების პერსონაჟია
იოზეფ შვეიკირახან ლიტერატურაა, ერთი-ორი სიტყვა ავტორზეც ვთქვათ

, იაროსლავ ჰაშეკზე (1883-1923), რომელსაც დაწერილი აქვს ათასზე მეტი მოკლე სატირიკული ჩანახატი
დაიბადა 1883 წელს პრაღაში, მამამისი იყო მასწავლებელი იოზეფ ჰაშეკი. 1896 წელს პატივცემული იოზეფი გარდაიცვალა, სავარაუდოდ ზედმეტი ყლურწვისგან, რასაც ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასაც უწოდებენ
ამის გამო იგი იძულებული შეიქმნა თვითონ ეშოვა სამუშო და დაიწყო კიდეც მუშაობა ჯერ ბანკში, მერე ძაღლების გამყიდველად
1906 შეუერთდა ანარქისტულ მოძრაობას, ხოლო 1907 წელს გახდა ანარქისტული გაზეთის, "კომუნის" რედაქტორი, ამის გამო იგი ავსტრია-უნგრეთის ჟანდარმერიის ხშირი სტუმარი გახლდათ
1910 წელს ჰაშეკი დაქორწინდა იარმილა მაიეროვაზე, მაგრამ 1913 წელს ისინი განქორწინდნენ
1914 წელს გაწვეული იქნა I მსოფლიო ომში, მაგრამ მალევე ტყვედ ჩავარდა და 1916 წელს შეუერთდა რუსეთის იმპერიის ჩეხურ ლეგიონს. 1917 წლის რევოლუციისას მიემხრო ბოლშევიკებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩეხ-სლოვაკთა კორპუსმა ამბოხება მოაწყო წითლების წინააღმდეგ, ხოლო 1920 წელს დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში. გარდაიცვალა 1923 წლის 3 იანვარს ტუბერკულოზით
1912 წელს მან გამოაქვეყნა "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და სხვა უცნაური ისტორიები", ხოლო 1920 წელს, ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნების შემდგომ მან დაწერა "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავალი მსოფლიო ომში", რომლის დამთავრებაც ვეღარ მოესწრო მისი გარდაცვალების გამო
მიმაგრებული სურათი
გერჩექ, დეიმუხლენ ქაღბესკენ, მერე გევდნენ ღაზვეთში, იწვადეს, მარამ არ დოუკარგავთ ინსნობა, არ მოსრალა მაგათგან არ უძლური და არც მრწემი.
يا موطني الأحسن
لماذا تحزن؟