#11016324 · 28 Sep 2008, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა შეცდომები დაუშვა პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ?
რას მოიმოქმედებდით თქვენ მათ ადგილას ?
რა შეცდომები იყო თქვენი აზრით დაშვებული აგვისტოში და შემდეგ პერიოდში ?
--- ჩემი აზრით:
1. ხელისუფლებას უნდა მოეხდინა ქართულ სოფლებიდან ხალხის ევაკუაცია, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში იბომბებოდა. 2. შეცდომა იყო ქართული ჯარის შეყვანა ცხინვალში. 3. შეცდომა იყო გრადის ტიპის და ქვემეხებით სროლა ცხინვალის მიმართულებით. 4. თუ არ ჰქონდათ სახაერო დაცვა, სად მიდიოდნენ. 5. სააკაშვილი უნდა წასულიყო ოლიპმიადაზე, იმიც არ დაიწყებოდა. 6. ქართული ჯარი უნდა გამაგრებულიყო გორის ტერიტორიაზე და თუ რუსი ჯარი გადმოცდებოდა ცხინვალის ტერიტორიას მერე უნდა გაეხსნათ ცეცხლი. 7. გორის მოსახლეობა არ გაიყვანეს ომის დროს. 8. ზემო აფხაზეთი მიატოვეს. 9. გათიშეს რუსული ტვ არხები და საიტები, რას მალავენ ? 10. ატარებდნენ მიტინგებს და გულის ამაჩუყებელ-პატრიოტულ კამპანიას. 11. მთავრობამ თავისი შვილები არ გაუშვეს რეზერვისტებში. 12. მთავრობამ არ გამოუყო დიდი ფინანსური დახმარება დაღუპულების და დაღ. ჯარისკაცების ოჯახებს. 13. ომში უშვებდნენ მარტო ავტომატით, და ისიც რეზერვისტებს, რომლებიც აზრზე არ იყვნენ რა უნდათ ექნა. 14. დახმარება არ განაწილდა თანაბრათ. 15. ევროპას არაფერი არ სთხოვა რეალური. 16. ევროპამ სავიზო რეჟიმის გამარტივებაო და გაჩუნდა უცებ. 17. როდემდე უნდა გვაბოლოს მთავრობამ ? 18. ისე საუბრობს მთავრობა, თითქოს გამარჯვებამდე ახლოს ვართ, პირიქით არის მე მგონი. 19. იაკობაშვილი უნდა გადადგეს, კეზერაშვილი როგორ უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი, მერაბიშვილი კიდევ მინისტრია. 20. ბევრი მინისტრი უნდა გადადგეს, სააკაშვილიც უნდა გადადგეს. 21. მე მიშას აღარ მჯერა, კი რუსეთი მაგარი დამნაშავეა, მაგრამ მიშამაც მაგარი მიქარა. 22. მიშა სულ თავზე გვახვევდა ამერიკის მეგობრობას და ევროპის, ყველამ ჰომ კარგად ვნახეთ - მარტო შეშფოთებულები არიან. რეალურად არაფერი არ გაკეთდა. 23. მაპ-ს ალბათ ვერ მივიღებთ დეკემბერში, დემოკრატია არ მოსწონთ. 24. ჩვენი მთავრობა იძახოდა სულ - რუსეთს საქართველოში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა უნდოდა, ვინ თქვა რომ ჩვენი მთავრობა დემოკრატიულია. 25. 7 ნოემბერი დაგვავიწყდა ? 26. იმედის დახურვა, ბადრის მოშორება ? 27. ჟვანიას მოცილება ? 28. გვირგვლიანი და რობაქიძე ? 29. რეალურად დემოკრატია ვერ ჩამოყალიბდა ჩვენთან. 30. მთავრობა და სააკაშვილი უნდა გადადგეს.
This post has been edited by freecooler on 28 Sep 2008, 15:08
|