#54627771 · 8 May 2019, 17:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mysteryousone შენი პრობლემა არის არა "რა", არამედ - "როგორ". წიგნს კი არა აქვს მნიშვნელობა, რას წაიკითხავ, არამედ - იმას, თუ როგორ წაიკითხავ. ახლა დისკომფორტში ხარ ალბათ და პანიკაც იმიტომ გაგიძლიერდა, თორემ შენი ნაწერიდანვე ჩანს, შენ ლექსიკური მარაგის შემცირების არაფერი არ გეტყობა. ასეთი გამართული ქართული, როგორითაც შენ გიწერია, დღეს თბილისში სანთლითაა საძებარი. ნებისმიერი წიგნი აიღე და ავტომატური (ჩვეულებრივი) კითხვის მაგივრად აზრით გაჰყევი შინაარსს და სხვადასხვა წინადადებები სხვა სიტყვებით გადმოეცი. ან კიდევ უკეთესს გეტყვი - აიღე ვეფხისტყაოსანი (ონლაინ მოძებნი) და დაიწყე ხმამაღლა კითხვა და მესამე თავამდე სანამ მიხვალ, დაინახავ, რო სასწაულს მოახდენს და ეგ შიშიც მოგეხსნება.
არაფერი სანერვიულო არაა მაგაში, ჩვეულებრივი ამბავია, რაც ყველას ემართება. ენა ცნობიერების გარეგამოხატულებაა და სხვა ენის "ლოგიკაზე" გადართვისას თავისუფლად შეიძლება, მოგეჩვენოს, რო შენგან შენი მშობლიური ენა თითქოს გადის და მის ადგილს ახალი, უცხო ენა იკავებს, მაგრამ ამ უცხო ენას არა გაგდება, არამედ, მხოლოდდამხოლოდ თავისი ადგილის მიჩენა უნდა და მეტი არაფერი. გააკეთე, რაც გითხარი და ნახავ, როგორ დალაგდება ყველაფერი.
--------------------
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული -- ბეთჰოვენის მეცხრეს ფინალი ხომ არა გაქვთ, კარაიანის შესრულებით და ნიკას დირიჟორობით? © Johnnie Walker
|