მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფერს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს არქმევენ უკვე. მეც დამიდგინა დისბაქტერიოზი - მე-2 - მე-3 ხარისხის. ტკივილები ძალიან იშვიათად მაქვს, ძირითადი სიმტომებია სრული უენერგიობა, ღებინების + გულის წასვლის შეგრძნება, სისუსტე + გაზები შიგადაშიგ.
სამწუხაროდ, უნდა დაგეთანმხო, ასევე პირადი გამოცდილებით. ყველაზე რთული ის არის რომ, რეალურად, მიკროფლორის აღდგენას სჭირდება რამდენიმე თვე, სრულად რომ აღდგეს 4-6 თვე მაინც. დიეტა არის მაინც გადამწყვეტი, მაგრამ საკმაოდ რთული დასაცავია.
იმდენი რაღაც წავიკითხე უკვე უცხოურ ფორუმებზე, იმდენ რაღაცას ვუყურე, რომ უფრო დავრწმუნდი, ქართველი ექიმები სწორად ვერ მკურნალობენ ამ დაავადებას. მეც მითხრეს, რომ რძის პროდუქტები უნდა ამომეღო რაციონიდან, უმარილო და უცხიმო ყველის გარდა, მაშინ, როდესაც ყველა კვლელით დასტურდება, რომ ბიფიდობაქტერიებით მდიდარი [color=black]კეფირი[/color] ძალიან სასარგებლოა ნაწლავური ფლორის აღსადგენად, ასევე, ექიმმა მითხრა, რომ ხილიდან შეიძლება ვჭამო მხოლოდ ბანანი და ვაშლი, არადა,[color=black] ბანანი[/color] შაქრის მაღალი შემცველობით ხასიათდება და ვინც ცოტა მაინც ერკვევა ამ საკითხში, იცის, რომ მთავარი მტერი დისბაქტერიოზის დროს, სწორედ [color=black]შაქარი[/color]ა. სამ ადამიანთან ვმკურნალობდი და არცერთს უხსენებია კენკროვანი ხილი - [color=black]მოცვი[/color], [color=black]ჟოლო[/color], [color=black]მაყვალი[/color] - სამივე ძალიან სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და + ამას, საკმაოდ დაბალი შაქრის შემცველობა აქვს. შეიძლება აგრეთვე [color=black]ავოკადო[/color] და [color=black]ქოქოსი[/color]. ამ უკანასკნელის ზეთი ხომ საერთოდ, ტოპ 5 პროდუქტში შედის, როდესაც საქმე ეხება ბრძოლას დისბაქტერიოზთან. ძალიან კარგია თუ დღის რაციონში შევითანთ ხახვს და ნიორს, თავიდან მცირე დოზებით.
ჩემს შემთხვევაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ უკვე ფსიქოლოგიურად მგონია, რაც უნდა შევჭამო ცუდად გამხდის. 1-ში ახალ ანალიზებს ჩავარაბერ, ეჭვი მეპარება რაიმე ცვლილება იყოს, ყველაზე დიდი 10% იყოს ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესებული. უკვე იმასაც ვფიქრობ, მკურნალობა ჩემით დავინიშნო, ნატურალური კაფსულების მიღების სახით.
პ.ს. მწვანე ჩაი გამომრჩა, საუკეთესო ბრენდია Matcha, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში - "Holland & Barrett". სხვაგან ვერ ვნახე მე. შეკვრა 16 ლარი ღირს. ასევე აქვთ ნატურალური იოგურტის ფხვნილი, თუ რასაც ეძახიან, რომელიც ახალ ზელანდიაშია წარმოებული და სახლში უნდა დაამზადოთ.
მოკლედ, გაძლებას გისურვებთ ბოლომდე

და რაც მთავარია საბოლოოდ განკურნებას