იმედია არ დახურავენ ამ თემას, არავის ჯინაზე არაა გახსნილი, სიყვარულის და შერიგების გამოა!ყველა ბაჯაღლო ადამიანს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ყველას. თურმე რამდენი ვყოფილვართ ერთი ჭკუისა?! გეფიცებით, არ მეზარება თქვენი ძვირფასი ნიკების (მაშდამე ძვირფასი ადამიანების

) ჩამოთვლა. უბრალოდ მთელი ფორუმის ოქრო ხალხის ჩამოწერა მომიწევდა, არადა ყველა მახსოვს ვინ სად იომა, რა სიმართლისთვის, და როგორ მიაწუწა ფარისევლობასა და ცრუ კანონმორჩილებას (უკანასკნელ წელიწადნახევარს ვგულისხმობ და არა ჩემს აბსოლუტურად რიგით შემთხვევას

). აქ ძალიან ბევრი ღირსეული, ხუმარა და გულიანი ადამიანია, ხოდა არ მინდოდა ვინმე გამომრჩენოდა.
მე უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმს თავისი „სამი საუნჯე“ აქვს, ილია ჭავჭავაძის
„მამული, ენა, სარწმუნობისა“ არ იყოს. ჰოდა ეს სამი საუნჯეა
„ღირსება, ხუმრობა, გულიანობა“, თანაც რაც ყველაზე მაგარია, ეს „სამი ღვთაებრივი საუნჯე“ ჩვენ მამა-პაპათაგან კი არ დაგვრჩენია, არამედ ჩვენ თვითონ ვქმნით, ჩვენი ხელებით, ჩვენი ტურტლიანი კლავიატურებით...
სამივე ამ ცნებას მოიცავს თავისუფლება. თავისუფლება კიდე არი ყველაზე მაგარი რაღაცა. თავისუფლებას ხანდახან შავი იუმორის ცილინდრი ახურავს, ხანაც „პახაბნობის“ ჩალმა, ზოგჯერ დიდი სიტკბო მოაქვს თავისუფლებას, ზოგჯერ კიდე სიმწარე. ტანინიანი თავისუფლებაც ვიცი და მწკლარტეც, საფერავივით სურნელოვანი და ჟიპიტაურივით მყრალიც. ოღონდ ერთი რამეა მთავარი:
მთავარია მარტო არ იყო, როცა თავისუფალი ხარ. რომელი პრომეთეები ჩვენა ვართ?!
დღეს უკვე ერთი ადამიანი არაფერს არ ყოფნის, ყველაზე პატარა საქმესაც კი.
მე ნაღდად გამიმართლა, მართლა “ლაქი მენი” ვარ რო თქვენნაირი ხალხი დამიდგა გვერდით. ყველაზე მთავარია ერთმანეთში ადამიანი დავინახოთ და არა „მოსახლეობა“ ან „იუზერები“. ჩვენ ყოველთვის ადამიანები დავრჩებით ბოისკუავორდა, სიკვდილის მერეც. ნურავის გვეშინია ნურც ჯოჯოხეთის და ნურც სამოთხესი.

გკოცნით, გეხვევათ თქვენი გრიშა ბუნტური, მე ვიყო სკუმბრია.
O Lucky ManIf you have a friend on whom you think
you can rely - You are a lucky man!
If you've found the reason to live on and
not to die - You are a lucky man!
Preachers and poets and scholars don't know it,
Temples and statues and steeples won't show it,
If you've got the secret just try not to blow
it - Stay a lucky man!
If you've found the meaning of the truth
in this old world- You are a lucky man!
If knowledge hangs around your neck like
pearls instead of chains - You are a lucky man!
Takers and fakers and talkers won't tell you.
Teachers and preachers will just buy and sell you.
When no one can tempt you with heaven or hell-
You'll be a lucky man!
o, lucky man, ვსმისლე ფილმში მონაწილეობდნენ, ანუ ტიტრების მაგიერ...

ყველა ერთად ვართ, მეგობრებო
This post has been edited by gabarzgaleba on 27 Sep 2008, 22:31