გსმენიათ რამე polit-forum-ის შესახებ??
როგორც მახსოვს მაგ ფორუმი შეიქმნა 1 წლის წინ. რამოდენიმეჯერ შევედი კიდევაც თავიდან, სულ რაღაც 3-4 იუზერი ჰყავდათ და მას მერე საერთოდ არ შევსულვარ მანდ. ხოდა დღეს რატომღაც გამახსენდა ეს ფორუმი და მე იქ ვნახეეე. აეეეეეე.
ნუ დავიწყოთ იმით, რომ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 20-25 მდე გაუზრდიათ. რა გინდა ძმაო, წელიწადში 500%-იანი ზრდა აქვთ, ბიზნესი ვითარდება რა.

ასე თუ გააგრძელეს, რამოდენიმე წელიწადში ფორუმ.გეს გადაუჯოკრავენ.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იქ პოსტები იწერება?? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მანდ მყოფი იუზერების უმეტესობისათვის(ყველას ამას ვერ დავაბრალებ) ნომერ პირველი მტერი არის საქართველოს მთავრობა და მათი მხარდამჭერები. კაიფი ის არის, რომ განსაკუთრებული აგრესიით
მაგ ფორუმის ქალბატონები გამოირჩევიან.

აი თუნდაც, ვინმე მარტას პოსტი:
ჩვენს ღრმადპატივცემულ იუზერ გერმანი ოთხმოცდაშვიდს თემაც კი გაუხსნია "forum.ge-ს მარგალიტები," სადაც აკოპირებენ
ფორუმ.გე ზე დაპოსტილ, მათი აზრით სასაცილო პოსტებს და მერე მაგ პოსტებს კომენტარს უკეთებენ.
ხოდა გთავაზობთ, ამ ფორუმზეც დაიდოს "პოლიტფორუმის" მარგალიტები.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.