34. ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.
35. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.
უქადაგა იესომ მოწაფეებს, რითაც დაარწმუნა კაცობრიობა, რომ ქრისტეს მიმდევრებს ერთმანეთის სიყვარული უნდა ჰქონდეთ ( და არამარტო ერთმანეთის).
10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
პავლე მოციქული
"ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ".
ბერი გაბრიელი
ამერიკელი ბერი სერაფიმ როუზი თვლიდა , რომ სამყაროს აღსასრულის წინაპირობა სიყვარულის გაციება იქნება.
ყველა მართლმადიდებელი და არამართლადიდებელს ვთხოვ დააფიქსიროს თავისი აზრი ამ თემაში. რა შეიძლება გავაკეთოთ სიყვარულის გასაღვივებლად, შესანარჩუნებლად, გასაძლიერებლად?
ეს თითქოსდა მარტივი რჩევები თუნდაც ერთ ადამიანს რომ დაეხმაროს, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ღმერთისაკენ.
This post has been edited by sevdiani on 18 Sep 2008, 17:33