#11062834 · 2 Oct 2008, 20:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს დელისის მეტროსთან მომიწია გაჩერებამ და პროფკავშირების კლუბის ერთ-ერთ აბორიგენთან საუბარმა, სადაც გავარკვიე, რომ მეტროს თავზე 42 სართულიან ყლინჯს აშენებენ. როგორც ყოველგვარი მშენებლობისა და წინსვლის მომხრე ამ ამბავმა გამახარა, მაგრამ ადრე იქ მდგომი ორსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქცია გამახსენდა, რომლის შესახებაც ტელევიზორში მითხრეს: "გივიჯან, ეგ შენობა მეტროს აწვება და მაგარი აპასნი რამეა, ჰოდა უნდა დავანგრიოთო" ჩემმა მიამიტობამ იმწამსვე მაფიქრებინა, რომ ჩემი კეთილდღეობის ფლაგმანი, ნაციონალური მოძრაობა, მეტროსა და მის მგზავრებზე ზრუნვით ღამენათევი მივიდა ამ ჰუმანურ დასკვნამდე და უკვე გაბოროტებული ოქრობიჭის ახლობლის ავადმდგომი ბოროტების წყარო - ორსართულიანი მსუბუქი კონსტრუქცია ალაგმა ჩვენს მიერ არჩეული, ნათელი კეთილდღეობისკენ მიმავალი გზიდან. მაგრამ ეს სამშენებლოს ნასტუდენტარი, ნაპრარაბალი და სამმართველოს ნაუფროსალი კაცი ვერანაირად ვერ მივხვდი, რამდენად წინ წასულა ტექნიკა, რომ იმავე ადგილზე 40 სართულიან შენობას აშენებენ - ბეზაპასნად! არ გადაიტანოთ მშენებლობაში და ვინმე ნასტავლმა კაცმა მითხარით, რა ტექნოლოგიები გამოიყენება ასეთ შემთხვევებში?
--------------------
არაო! ბანანი არ გვიყვარსო!
|