ამ თემის გახსნა ჯერ ჯენერალში მინდოდა -
მაგრამ ბოლოს აქ გადავწყვიტე -
ეს საკითხი სახელმწიფოს ეხება -
და აქ მეტი მკითხველია დაინტერესებული ქვეყნის ბედით...
ახლა რაშია საქმე -
რამდენიმე წლის წინ მომიწია მასალების შეგროვება ერთ საინტერესო ცხოველზე -
რომლის ორგანოების სამკურნალო თვისებებზე პატარა
ნაშრომის დაწერა მომიწია -
ჩემი ყურადღება მიიპყრო
ამ ცხოველის ეკოსისტემაზე ზემოქმედების უნარმა...
საუბარია "ბობრზე" - ანუ თახვზე -

რომელიც ცხოვრობს წყალში და აგებს მდინარეებზე კაშხალებს...
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%BE%D0%B1%D1%80ეს მინი კაშხალები კი აგუბებს მთაში წყალს -
ეს თავის მხრივ იწვევს ნეშომპალის ამ ნაკაშხალზე დალექვას და საუკეთესო შავმიწა ნიადაგების წარმოქმნას...

და რაც მთავარია -
თახვის მიერ წარმოქნილი კაშხალები
ხელს უშლის მეწყერების წარმოქმნას....
იქ სადაც ბინადრობს თახვი -
მეწყერი არ წარმოიქმნება!!
ერთი საინტერესო ისტორიაა აღწერილი ამერიკის ფერმერებზე.
რომელიღაც წელს ამერიკის რომელიღაც რაიონში ბოლო 5 წლის მანძილზე იმატა მეწყერებმა და სწრაფად განვითარდა ნიადაგის ეროზია...
და ნათესები გაუნადგურდათ ფერმერებს.
ეკოლოგებმა დაიწყეს მიზეზის ძებნა
და აღმოჩნდა, რომ ამ რაიონიდან ბოლო რამდენიმე წლის წინ წასულა თახვების ოჯახი სხვა რაიონში -
ამან კი მეწყერების ზრდა განაპირობა...
სასწრაფოდ მოაშენეს ხელოვნურად თურმე იმ რაიონში თახვების ოჯახი და დაასახლეს იქ.
როგორც მოგვიანებით მასალების ძიებისას ამოვაჩინე,
თურმე ევროპაში თახვების ოჯახებს სპეციალურად ასახლებენ მთიან რეგიონებში
რათა ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს..
დავინტერესდი -
საქართველოში თახვის გავრცელების შესახებ -
ისტორიულად პონტოური თახვის სპეც ჯირკვლების გამონაყოფი (ყაირი) ყოფილა საოცარი სამკურნალო თვისებების მატარებელი.
საქართველოში თახვი უხვად სახლობდა მესხეთ ჯავახეთში -
აჭარის მთებში, ჭოროხის მიდამოებში.
დასავლეთ საქართველოში და ა.შ.
მე-19 საუკუნეში შემოვიდა მოდა თახვის ტყავზე
და მე -20 საუკუნეში ფულის გამო ეს ცხოველი მთლიანად ამოწყვიტეს საქართველოში -
აი რითი შეიძლება აიხსნას მეწყერების მომრავლება საქართველოში

აი სად ცხოვრობს თახვი -
ის მდინარეზე იშენებს ასეთ კაშხალ-სახლს...
Живут бобры в норах или хатках. Вход в жилище бобра всегда располагается под водой. Норы бобры роют в крутых берегах; они представляют собой сложный лабиринт с 4—5 входами. Стены и потолок норы старательно разравниваются и утрамбовываются. Жилая камера внутри норы устраивается на глубине не более 1 м. Ширина жилой камеры немногим более метра, высота — 40—50 сантиметров. Пол обязательно находится на 20 сантиметров выше уровня воды. Если вода в реке поднимается, бобр приподнимает и пол, соскребая землю с потолка. Иногда потолок норы разрушается и на его месте устраивается настил из веток и хвороста, превращая нору в переходный тип убежища — полухатку. Весной в паводок бобры строят на вершинах кустов лёжки из веток и сучьев с подстилкой из сухой травы.
В водоёмах с изменяющимся уровнем воды, а также на мелких ручьях и речках, семьи бобров строят свои знаменитые плотины (запруды). Это позволяет им поднимать, поддерживать и регулировать уровень воды в водоёмеანუ თახვი არეგულირებს წყლის დონეს მდინარეზე -
როცა წყლის დონე მატულობს გაზაფხულზე -
ის ამაღლებს კაშხალს,
როცა იკლებს
აპატარავებს მას....
ანუ წყალდიდობა ამ მდინარეზე პრაქტიკულად არ ხდება...
* * *
თახვი (Castor fiber),

ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია.
თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ - შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი მუშკის ჯირკკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს. ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის "ფაცხებს", პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა. შობს3-4 ნაშიერს.
თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში, ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ მათ რეაკლიმატიზაციას.
This post has been edited by basa-ttt on 29 Sep 2008, 22:12