#11049008 · 1 Oct 2008, 16:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას გვეტყვით მამაო...
- ვარ მარტოხელა დედა. დანაზოგის პროცენტით გასესხება ჩამეთვლება თუ არა ცოდვად?
- მარტოხელობა არ გათავისუფლებთ ქრისტიანად ყოფნისაგან და არც შეღავათებს გიწესებთ. თქვენ გინდათ მოიმკათ იქ, სადაც არ დაგითესიათ, თქვენ გინდათ გამდიდრდეთ ადამიანების და არა საკუთარი შრომის ხარჯზე, მაგრამ ასე ხომ სხვებიც იქცევიან, ვინც დაშორებულია უფალს. ნებისმიერ მეძავს რომ ჰკითხოთ თუ რატომ მეძაობს - გულისამაჩუყებელ ამბებს მოგიყვებათ თუ რატომ დაიწყო მეძაობა, მაგრამ იოლი გზა ფულის საშოვნელად არასდროს ყოფილა გამართლებული. მიენდეთ უფალს და ის აუცილებად დაგანახვებთ ალტერნატიულ გზას, თანაც არ გიჭირთ, თუკი დანაზოგი გქონიათ!
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|