#11058127 · 2 Oct 2008, 13:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საბჭითა კავშირის დანგრევამ ძირეული ცვლილებები გამოიწვია კავკასიაში მიმდინარე გაოპოლიტიკურ პროცესებში. აგვსიტოს მოვლენებმა მიმდინარე პროცესებში კატალიზატორის როლი ითამაშა, მოვლენები ვითარდება ელვის სიწრაფით, რაც ზრდის შეცდომის დაშვების ალბათობას. მოვიყვან ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს, საქართველოსთან მიმართებაში და შევეცდები ჩემეული თვალთახედვა ჩამოვაყალიბო.
1) როდესაც სსრკ იშლებოდა კრემლს მოუწია რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რათა აეომოქმედებინა სამხრეთ კავკასიურ რეგიონებში ჩადებული ნაღმები, შედეგმაც არ დააყოვნა. მივიღეთ კონფიქტები აფხაზეთში, სამაჩაბლოში და ყარაბაღში. ამით კრმელმა გარკვეულწილად გაიმყარა თავის პოზიციები, მიიღო ზეწოლის ბერკეტები სამივე რესპუბლიკაზე და შეაჩერა დასავლეთის გავლენის ზრდა.
2) კანონმდებლობის შეცვლა იყო წამალი კრემლის დაქვემდებარებიდან გასული რესპუბლიკებისთვის, მაგრამ როგორ ყველა წამალს მასაც აღმოჩნდა გვერდითი მოვლენები, კერძოდ: კრემლმა საკუთარ ტერიტორიებზე მიიღო კონფლიქტები, რომლებიც, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთის, იგივე ბერკეტებად იქცა კრემლის წინააღმდეგ საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის.
3) მოხდა სამხრეთ კავკასიური კონფლიქტების კონსერვაცია, რამაც ხელი შეუწყო დასავლეთის შემოსვლას ამ რეგიონში, განსაკუთრებით ნატოს ერთ ერთი მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნის თურქეტის როლი გაიზარდა კავკასიის საჭადრაკო დაფაზე.
4) გაიხსნა და საფუძველი ჩაეყარა რამოდენიმე სატრანზიტო კორიდორს: დიდი აბრეშუმის გზა, ბაქო სუფსა, ბაქო თბილისი ჯეიხანი. ამ მარშუტებმა გაამყარა საქართველოს და აზერბაიჯანის პოზიციები, მაგრამ განსაკუთრებით თურქეთის როლი გაზარდა.
5) საქართველოში მოვიდა ახალი ხელისუფლება რომელმაც შეძლო კონტროლი დაემყარებინა აჭარაზე და სამცხე-ჯავახეთზე. ამ მოვლენებმა ხელი შეუწყო კიდევ ერთი პროექტის განვითარებას, კერძოდ ნაბუკოს პროექტს. კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს როლი კავკასიაში.
6) მოსკოვისთვის ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ჩეჩნეთში არსებული კონფლიქტის ფონზე იგი ხელფეხ შებოჭილი რჩებოდა, ამიტომ კრემლის მოთხოვნით ჩეჩენ მებრძოლებს ზურგი მოეშალათ საქართველოში. ამან საშვალება მისცა მოსკოვს საბოლოოდ დაემყარებინა კონტროლი ურჩ რეგიონზე.
7) საკუთარ ტერიტორიებზე პოზიციების გამყარების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სრული მასშტაბებით დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ არსებული ბერკეტების ამუშავება. მოხდა კონფლიქტური რეგინოების პასპორტიზაცია და დაიწყო აფხაზეთში სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, რაც უკვე სიგნალი იყო კონფლიქტების ხელახალი აფეთქებისა.
8) საქართველოს მთარობის და დასავლეთის მხრიდან თითქმის ურეაქციოდ დატოვებამ ამ ორი ფაქტის მიმართ, რუსეთს მისცა კარტბლანში საკუთარი გეგმების სრულად ამოქმედებისთვის და შედეგად მივიღეთ ფათომასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.
9) კონფლიქტის მიმდინარეობისას თურქეთის პრემიერმინისტრი ჩადის მოსკოვში და მართავს შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტთანდა პრემიერმისნტრთან. ხდება რუსეთისა და თურქეთის მიერ ურთიერთ ემბარგოების დაწესებისა, ამავდროულად თურქეთი აბსოლუტურად წყვეტს კრემლის კრიტიკას.
10) მოგვიანებით საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ თურქეთის პრემიერმინისტრი ჩადის სომხეთში, ხოლო თურქეთში აცხადებენ რომ საქართველო არაა საიმედო პარტნირი და ნაბუკოს მილსადენმა უნდა გაიაროს სომხეთ თურქეთის გავლით.
11) დასავლეთში გაჟღერდა აზრი, რომ კარგი დროა კვიპროსის საკითხის მოსაგვარებლად, რის შემდეგაც თურქეთში წამოწეული ნაბუკოს პროექტის განხილვის მათეული ხედვა მიჩუმათდა. (საინტერესოა რამდენი ხნით?)
12) აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩადის რუსეთში და ხვდება კრემლის ლიდერებს. რის შემდეგაც, რუსეთი აცხადებს რომ ყარაბაღის პრობლემა უნდა მოგვარდეს, აზერბაიჯანში კი იწყება ვაჰაბიტების წინააღმდეგ რამოდენიმე დღიანი სპეცოპერაცია. (აზერბაიჯანი უშვებს იგივე შეცდომას რაც საქართველომ დაუშვა პანკისში საზღვრების ჩაკტევით)
13) რუსეთში მცოხვრები მესხეთელი თურქები ითხოვენ საქართველში დაბრუნებას. ეს ხალხი შუა აზიაში სახლობდა და რუსეთმა თვითონ გამოთქვა სურვილი დაესახლებინა ისინი რუსეთის ტერიტორიაზე. ისინი რუსეთში უკვე 10-15 წელია სახლობენ და დარწმუნებული ვარ იმ ნახევარმილიონიან მასაში მინიმუმ 20-25 ათასი რუსეთის სპეც სამსახურების ოფიციალური შენიღბული თანამშრომელია, მარტივად რომ ვთქვატ "აგენტი"
14) სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში და ხელი ეწერება ერევანი ბათუმი მაგისტრალის გაყვანას. ამას აღარანაირ კომენტარს აღარ გავიკეთებ, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებთან ერთად, მთლიან სურათში თუ განვიხილავთ მას კომენტარი აღარ ჭირდება.
მაინტერესებს თანაფორუმელების აზრი ამ მოვლენებთან დაკავშირებით და თუ რაიმე მნიშვნელოვანი გამომრცა დაამატეთ.
--------------------
[b] dorogie zakluchonnie, segodnia u nas budet diskotek... pulimiotchik gans proegraet dva novix diska.. [/b]
|