m_virusხუთი წელი ვცხოვრობდი ირანში. მამაჩემი დიპლომატიურ სამსახურში იყო იქ. ხოდა, აბა რა გითხრა. გააჩნია რისთვის მიდიხარ. თუ ტურისტულად - აუციელებელი პროგრამაა შირაზი, პერსეპოლისი, ისპაჰანი, ქერმანი, მაშჰადი და თეირანის მუზეუმები.
რაც შეეხება პოლიტიკურ-სოციალურ მხარეს. ჩემ დროს (1994-1998) ლიბერალიზაციისკენ ნელი ნაბიჯებით მიდიოდნენ, ახლა კი ძალიან ცუდი სიტუაციაა. ეს ახალი პრეზიდენტი ვერ იქცევა კარგად. ცხოვრებაც ძალიან გაძვირდა. ჩაცმულობის მხრივ რაც რელიგიური მიზეზებით განპირობებული შეზღუდვები იყო (ქალებისთვის აუცილებელი თავშალი და ხელის მტევნებამდე და კოჭებამდე პალტოში გამოფუთნულობა, კაცებისთვისაც - მაისურების ტარების აკრძალვა), კიდევ უფრო გამკაცრებულა. ქუჩაში მოძრაობის წესებიც. მოკლედ, უკან მიდიან. თან აშშ-ს მხრიდან დარტყმის შიშიცაა, რაც სრულიად რეალურია.
კაროჩე, თუ ტურისტულ ამბავში გინდა წასვლა ცოტა ხნით, არაა პრობლემა. ისიამოვნებ. მაგრამ ისე ყოველ მხრივ უარყოფითი ვითარებაა. არა უცხოელებისთვის რამე საფრთხის მხრივ, არამედ უბრალოდ იმ ყველა მინუსის გამო, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
კიდევ რამე თუ გაინტერესებს, აგერ ვარ.