17 თებერვალს 11 საათზე ტელეკომპანია "იმედში" ჩატარდება საჩივრის საჯარო განხილვა. საჩივარი ეხება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემდეგ დარღვევებს:
1. 6 იანვრის გადაცემაში "ღამე შორენასთან" მცდარი სტატისტიკური და ისტორიული ინფორმაციის განთავსება, ჯანმრთელობისათვის პოტენციალურად საზიანო და საზოგადოებრივი მორალისთვის მიუღებელი რეკომენდაციების მიწოდება
2. 20 იანვარს გასაჩივრების შემდეგ პირველ პუნქტში მითითებული იგივე მცდარი ინფორმაციის მიწოდება ახალი ამბების "ქრონიკაში" 21 იანვარს და განმეორებით გადაცემაში 23 იანვარს.
3. გადაცემის "სიმართლის დრო" და მისი ანონსების განთავსება არასრულწლოვანთათვის ადვილად მისაწვდომ დროს.
4, არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმების ტრანსლირება დღის საათებში
შპს `ტელეიმედის~ მიერ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განხილვის დებულების მე-7 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად სხდომა საჯაროა და მასზე დასწრება შესაძლებელი უნდა იყოს.
http://imedi.ge/?page_id=11 This post has been edited by bochormeli on 15 Feb 2010, 16:24