licemer
გააჩერეთ ფორუმი! ჩავდივარ! ჩავ-დი-ვარ!

        
ჯგუფი: Members
წერილები: 43739
წევრი No.: 48791
რეგისტრ.: 8-December 07
|
#11078424 · 4 Oct 2008, 11:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას ფიქრობს ბურჯანაძე-ნოღაიდელის ოპოზიციონერობაზე, რატომ არ თვლის თავს პროფესიონალ პოლიტიკოსად და რა კულუარულ ხმებს ადასტურებს დავით ბაქრაძე 2008 წლის 04 10, შაბათი - 10:39 “ფაქტს” ესაუბრება პარლამენტის თავმდჯომარე, დავით ბაქრაძე.
_ ბატობო დავით, . ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ განცხადებებზე შეფასება ჯერ არ გაგიკეთებიათ. მითხარით, ბურჯანაძის 43 კითხვაზე ხელისუფლება პასუხებს ამზადებს თუ არა? _ ვინმეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ნადვილად არ მზადდება. რადგან კითხვების დასმა არ არის ვინმეს და, მათ შორის, _ არც ბურჯანაძის პოლიტიკური ექსკლუზივი. ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარი ქართული საზოგადოებაა და სრულიად ლეგიტიმურია უფლება, საზოგადოებას ჰქონდეს კითხვები, რატომ და როგორ მოხდა აგვისტოს მოვლენები, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რა იყო ამ შემთხვევაში რუსეთის დანაშაული და ა.შ. ეს ობიექტური კითხევბი არსებობს და ამ კითხვებს ჩვენ პასუხს გავცემთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ამას ითხოვს ვინმე, არამედ იმიტომ, რომ ამას ითხოვს სახელმწიფო ინტერესი. აგვისტოს მოვლენებმა გამოავლინა როგორც ბევრი დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი. ამიტომ სახელმწიფოს ინტერესშია, ეს დადებითი წახალისდეს, ხოლო უარყოფითის მიმართ იყოს მიღებული შესაბამისი ზომები. ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო კომისიის შემქნისთვისაც, მაგრამ ეს არ გაკეთდება ვინმეს პოლტიკური კაპრიზებისა და იმის დემონსტრირებისთვის, თითქოს ეს რომელიმე პოლიტიკური პერსონის კითხვებია.
_ ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილ _ აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრები მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იწყებენ გადასვლას... _სრულიად ბუნებრივი, თუმცა ხანდახან უცნაური პროცესია, როცა პოლიტიკოსები პირადი სურვილისამებრ იცვლიან მდგომარეობას. ამაზე დიდ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
_ ბატონო დავით, მართალია, ბურჯანაძეს მცდელობა ჰქონდა, გადაებირებინეთ? მეტიც, გულიც კი დასწყდა თავის დროზე, რომ თქვენ სააკაშვილის გუნდში დარჩით... _ დაწყებული პირველი დღიდან, რაც სახელმწიფო სამსახურში ვარ, ჩემი პირველი ამოცანაა, გავაკეთო სახელმწიფო საქმე და არა _ რომელიმე ადამიანის. მე დღესაც მჯერა, რომ სახელმწიფოს საქმეს ვაკეთებ და ასე იყო მანამდეც. როგორც კი დავინახავ, რომ ჩემი გაკეთებული საქმე რომელიმე პერსონის ინტერესს მოემსახურება, წავალ ასეთი სამსახურიდან. მე არ ვარ პროფესიონალი პოლიტიკოსი ამ სიტყვის დამკვიდრებული გაგებით, მუდმივად რომ იცვლიან პოზიციას იმის გამო, რომ ოღონდ ზედაპირზე იტივტივონ. ჩემი პოლიტიკური მიზანი არასოდეს ყოფილა, რომ მუდმივად ზედაპირზე ვიყო!
_ ბატონო დავით, სახელისუფლებო წრეებში უკვე საუბრობენ აქტიურ სამთავრობო ცვლილებებზე. მეორეს მხრივ და, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში დამკვიდრდა ასეთი ტენდენცია, რომ თუ არ დატოვებენ თანამდებობაზე, ეს ადამიანი, განაწყენებული კაცის პოზიციიდან, მიდის ოპოზიციაში. ხომ არ შეემატებიან ოპოზიციურ სპექტრს სამთავრობო ლოჟიდან გამოგდებულები? _ სამთავრობო ცვლილებები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია და იმის შიშით, რომ მერე, ვიღაც შემობრუნდება და ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ცვლილებები არ შეჩერდება. მოხდება მთავრობის განახლება, როგორც ამას ჩათვლის ხელისუფლება. წლის ბოლომდე მოხდება მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება, თუმცა რამდენად განახლებული იქნება, ჯერ კიდევ მიდის ამაზე მუშაობა. ამოსავალი წერტილი იქნება ის, ვინ რას გააკეთებს უკეთესად და არა _ იმის შიში, ვინმე ამის გამო სადმე ხომ არ გაიქცევა და გაგვაკრიტიკებს!
_ საუბარი პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ჩანაცვლებაზეცაა... _ არა. ჯერ-ჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით, რა სახის ცვლილებები შესაძლოა იყოს, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ საპარლამენტო, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიაზეც, ანუ რა დასკვნას დადებს ეს კომისია. მთავარი პრინციპი მთავრობის დაკომპლექტებისას იქნება მინისტრის პასუხისმგებლობისა და მისი მუშაობის ხარისსი.
სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას ახასიათებდა, როცა შევარდნაძე მუდმივად ცდილობდა შეენარჩუნებინა ზოგიერთებისთვის პოსტები იმის გამო, რომ მერე ვიღაცას არ "დაერტყა" მისთვის. ეს სააკაშვილის სტილი არ არის.
_ ბატონო დავით, 7 ნოემბერს ოპოზიცია ისევ აპირებს მიტინგის ჩატარებას, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ალბათ, მივლენ ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი... როგორც უკვე ვრცელდება საზოგადოებაში ხმა, რუს ბიზნესმენებსაც უკავშირდება მათი დაფინანსების წყაროები. ხომ არ ვიფიქროთ, რომ კიდევ ერთი გამოცდა ელის ხელისუფლებას? _ მე არ მოვახდენდი ასეთ დრამატიზებას. ვფიქრობ, მოსახლოების უმრავლესობას კარგად ესმის, რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემები აქვს და საით მიდის ქვეყანა და კარგად ესმის ისიც, რომ ამ სიტუაციაში არის გარკვეული ძვრები, რომელიც არ ემსახურება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესს. ყველამ კარგად იცის, საიდან რა მოედინება და რომელი ქვეყნის ინტერესებია დესტაბილიზაციაში ჩადებული. მე არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც გულწრფელი პროტესტის გამო მივლენ 7 ნოემბერს ამ აქციაზე, ამ ადამიანებზე ნადვილად ვერ იტყვი, რომ ისინი ვინმეს ფულის გავლენის ქვეშ არიან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერი იმიტომ არის ლიდერი, რომ ხანდახან უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, რა თამაშს თამაშობს და რამდენად შეესაბამება უს ქვეყნის ინტერესს. მჯერა, რომ ქართულ ოპოზიციაშიც აღმოჩნდებიან სახელმწიფო ინტერესების მიხედვით მოაზროვნეები, რომლებიც პარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებენ. არ ველოდები დრამატულ მოვლენებს, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია იმხელა მდგრადობა, რომ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს წინააღმდეგობა გაუწიოს.
ესაუბრა ეკა გოგუაძე
საინტერესო სტატიაა
--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით... მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.
|