#52386315 · 20 Mar 2018, 13:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანუ ვნახე რაღაც კერძო სახლი, კარგ ფასად. მაგრამ რეესტრს გადავხედე და დიდი კერძოს გამოყოფილი ნაწილი ყოფილა, თანასაკუთრებაშია 3 პირის, მე მგონი წილადობრივი რადგან დაყოფილია უკვე ვის რამდენი კვადრატი აქვს. აქედან ერთი პირი ყიდის იმ ნაწილს რომელიც მე მინდოდა.
მაინტერესებს ღირს თანასაკუთრების ყიდვა? ვნახე რაღაც კანონი ამასთან დაკავშირებით მაგრამ ძირითადად თანაზიარ თანასაკუთრებას ეხებოდა და წილადობრივზე თითქმის არაფერია.
რა პრობლემები შეიძლება წამომექმნას მომავალში თუ ვიყიდე? ვთქვათ მე მინდა მერე გავყიდო, უნდა მოველაპარაკო სხვა მესაკუთრეებს? რემონტის/პროექტის შეცვლის შემთხვევაშიც? თუ იმათ უნდათ გაყიდვა მე უნდა მომელაპარაკონ?
და შესაძლებელია თანასაკუთრების საკუთრებად გადაფორმება და რა არის ამისთვის საჭირო?
ვიცი რომ აქ ზუსტ პასუხებს ვერ მივიღებ მაგრამ უბრალოდ დაკვალიანება მჭირდება ამ საკითხში.
|