
ამბობენ რომ იუმორი ინდივიდუალურ ფაქტორზეა დამოკიდებული , მაგრამ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ისეთი
საინტერესო რამ რასაც ყოველდღიური სასაცილო ჩვევები ქვია მაგალითად :
თქვენ იყიდეთ ახალი კომპიუტერი ან ტელევიზორი , როდესაც ამოიღებთ თქვენ ნაყიდ პროდუქტს ყუთიდან თქვენ არასდროს არ ტოვებთ უყურადღებოთ [ბუშტებიან პარკს] , დიახ ეს სწორედ ის მითიური პარკია რომელიც ჩვენ ენით აღუწერელ სიამოვნებას გვანიჭებს და რომლის განადგურების შემდეგაც ჩვენ გულებში დიდი სიცარიელე და გულგატეხილობა რჩება და ჩვენ მზად ვართ წავიდეთ და ვიყიდოთ კალკულატორი ან რაიმე წვრილმანი ნივთი იმისათვის რომ ხელში ჩავიგდოთ საყვარელი პარკი ! ღენიალურია!
ლოგინი გაშლილია , ჩვენ ვწვებით დასაძინებლად... როგორც წესი , რას ვაკეთებთ პირველ რიგში ? დიახ მართალი ხართ ვაქრობთ შუქს და ვატრიალებთ ბალიშს ცივ მხარეს იმისათვის რომ ტკბილად გვეძინოს , ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ კი საბანს ვიქცევთ ფეხებს შორის და ტკბილად ვიძინებთ..ევრიკა!
მოგიწევთ მეტროთი მგზავრობა ? თქვენ ამისთვის წინასწარ ემზადებით და თან მიგაქვთ პლეერი თავის ნაუშნიკებითურთ და როდესაც შეაბიჯებთ მეტროს ვაგონში და მოკალათდებით ბრძოლით მოპოვებულ ადგილას და ამოიღებთ პლეერს შეამჩნევთ რომ ნაუშნიკები გადახლართულია ერთმანეთში და მთელი გზა ცდილობთ მის გასწორებას , ხოლო როდესაც გაასწორებთ მას თქვენთვის ნაცნობი ხმა აცხადებს ასევე თქვენთვის ნაცნობი სადგურის სახელწოდებას ! ნერვული ღიმილით ტოვებთ ვაგონს..
ჩვენ ვაკეთებთ ბუშტებს გაზიანი სასმელით სავსე ჭიქაში ტრუბკით , ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებდით და გავაკეთებთ
როდესაც მაგიდაზე დევს დიდი და მადის აღმძვრელი ტორტი შოკოლადით ,თხილით და ათასგვარი გემრიელი რაღაცებით ჩვენ ვფიქრობთ რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს თუკი თითით ცოტაოდენ კრემს ავიღებთ და გავსინჯავთ და ჩვენ ასეც ვიქცევით !
ჩვენ ვაყენებთ მაღვიძარას 5 წუთით ადრე იმისათვის რომ ვიფიქროთ რომ 5 წუთით მეტს დავიძინებთ
როდეასც საიტი დიდხანს იტვირთება ჩვენ მაუსს ვამოძრავებთ აქეთ იქეთ და ჩვენ გვჯერა რომ ეს საგრძნობლად აჩქარებს საიტის ჩატვირთვას
როდესაც ჩვენ გვინდა საათის გაგება ვიღებთ ტელეფონს ჯიბიდან და ვაკვირდებით საათს , ვდებთ მას უკან და მაშინვე გვავიწყდება დრო..
ჩვენ ვიკვიატებთ ნებისმიერ 3 ნოტაზე აწყობილ და 2 სიტყვიან სიმღერას და ვღიღინებთ მას მთელი დღე !
ჩვენ არ შეგვიძლია გავუძლოთ ცდუნებას და ლიანდაგის დანახვისას არ გამოვამჟღავნოთ უსაზღვრო ნიჭიერება მასზე გავლით
ტუალეტში ჩვენ ყოველთვის ვკითხულობთ ჰაერის გასასუფთავებელის ინსტრუქციას სხვადასხვა ენებზე , თან ამას ვაკეთებთ ყოველდღიურად
წყარო - ეგი რო იცით ის positive.ge არ გავლინკავ ვისაც უნდა ქე შევა
This post has been edited by ბობიკა on 7 Oct 2008, 01:13