ერისიონზე ასეთი რამე მოხდა.
"შატილის ასულს" ჰყავს ავტორი - იოსებ ლონგიშვილი, თუში. კაცი ცნობილი, კარგი თამადა, მელექსე.
გამოშვებული აქვს წიგნები.
ახლა მოხუცებულია, თითქმის ვერ ხედავს, შვილიშვილები უცხოეთში არიან წასულები სამუშაოდ.
ამ დროს ეს ერისიონი მილიონიან კონტრაქტებს აფორმებს.
კვირის პალიტრაში ეწერა რომ ეს ლექსი არის ხალხური.
რამდენიმე კაცმა ეტყობა ეს წაიკითხა ნაწყენი დარჩა.
თვითონ ლონგიშვილმა - ჩემი რომ არის ეგ ლექსი ის მაინც თქვან, სხვას არ ვამბობო.
ერთ დღესაც როცა ბატონი ჭკუასელი რუსთავი 2-ის ეთერში უნდა გამოსულიყო, დავრეკე წინასწარ და ვუთხარი თუ შეიძლება კითხეთ ლექსი ვის ეკუთვნის თქო. მიპასუხეს, რომ ჩვენ თვითონ გადმოგირეკავთ და თქვენვე კითხეთო.
არ დაურეკავთ,

სამგიეროდ ბატონმა მიხეილმა ეთერში განაცხადა რომ " ახლა გავიგე ეს ლექსი თურმე ხალხური არ ყოფილაო და ამ კაცს არავის დავაჩაგვრინებო".
თუ ეგ არ იცოდა ამ საქმეში მყოფმა კაცმა - ყოჩაღ!
თუ იცოდა - უსინდისო ყოფილა!
ამავე კუთხით უდგება ეგ ქართულ ფოლკლორს - ხმარობს რომ ფული გააკეთოს!
დასანანია.
This post has been edited by PBero on 17 Sep 2003, 12:01