სოციუმის სიჭრელეში ათხიპნილი და შემდეგ ჯიშ-ჯილაგიზმის მკაფიო მახასიათებლად ქცეული, ყოველი რიგითი თბილისელის ენის ჭირი და უკვე ყელში ამოსული თემა, რომელიც იმდენად მირევს გულს, ერთჯერადი პარკების იშვიათ გამსაღებლად ჩამოვყალიბდი....
იმბეცილიზმის ასეთ დიდ დოზას უკვე მოწამლული ყავს არა მხოლოდ მამრობითი, არამედ მდედრობითი სქესიც... საშუალონიც თქვენ წარმოიდგინეთ...
როცა ჩემთან ერთად იგინებიან, ეს გინება ნაწილობრივ მეც მეკუთვნის.
განყოფილების სპეციფიკის სახელით გაფრთხილებთ, როგორც არაერთხელ გამიფრთხილბიხართ მისი სახელით და კიდეც გაგაფრთხილებთ მომავალში, გამოვიყენებ რა ჩემი პირადი ამბიციების ფარისევლურ ნიღბად: უმცირესი ასეთი ვულგარული გამოხტომა და ჭირს და წყევლას მოგფენთ თავზე... არ ვიცი მე რა გგონიათ თქვენ თავისუფლება და რა არა, აქ ტოგებით და ანაფორებით უნდა იაროთ... ნუ სარტრის ხათრით ბერეტი და კაშნეც დაიშვება...
ვოტ, უმკაცრესი, უუუმკაცრესი ცენზურა იქნება, ყოველი ასეთი გამოხტომა აუცილებლად ჩასწორდება!
დაგიჭერთ!