#11187360 · 14 Oct 2008, 19:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძვირფასო, გთხოვ, ყალბად ნუ გამიგებ ამას_ ვის შეუძლია გამოხატოს იგი სახელი და თQვას თამამად_ღმერთი არისო. ან ვინ იქნება ულმობელი ვინც ხელაღებით იტყვის საქვეყნოდ, მე არა მწამსო, ყოვლის მპყრობელი, ყოვლის მომცველი. განა ეს იგი არ მოიცავს ყოველ ქმნილებას,_მეც, შენც და თავად საკუთარ თავსაც? განა ზეგარდმო ცა ლაჟვარდად არ გვეფინება, ან აქ, დედამიწას არა ვგრძნობთ მყარსა? აივსე ამით გული შენი, რაოდენ დიდიც უნდა იყოს ის და შემდეგ ამ მაღალ გრძნობას უწოდე ღმერთი, მეგობრობა და გინდა ტრფობა. გრძნობაა ქვეყნად ყველაფერი, სახელი კი ფუჭი ჟღერის გამომსახველი, რომელიც ზეციურ ალს ახლავს თან მარად.
პ.ს. უსაქმურობის დედა ვატირე
--------------------
მერე რა :)
|