ევროსპორტ ორზე * საზიარო, ოზურ-გელური წესებით
პერთსა და მელბურნში მარადონა არ ჩასულა, მაგრამ ამა და იქეთა პარასკევსაც გემრიელ სეირს ელის პუბლიკა:
ავსტრალია ირლანდიას "კორმაკ მაკანალენის თასზე" ორჯერ ებურთავება "საერთაშორისო წესებით"
24 ოქტომბერს პერთის "სუბიაკოზე" თამაში ჩვენებურად დღის სამი ნახევარზე (14.30) იწყება,
იქეთა პარასკევს, 31 ოქტომბერს კი, მელბურნში, ემსიჯიზე, პირველის მიდამოში (12.45)
რაც შოუ რეგულარული გახდა (1998), მატჩზე საშუალო დასწრება 48 199 კაცია, შარშანწინ კი, დუბლინის "ქროუქ პარკზე", რეკორდიც დამყარდა - 82 127 მოსეირე.
ვინც ამ უცხო ხილის ცქერას აპირებს, მას წესების გაცნობაც არ აწყენს.
მოედანი და ბურთი გელურია - მართკუთხა და მრგვალი. ბოჭვა ოზურია - მხრიდან თეძომდე და გაფრენილი ბურთის დაჭერისთვისაც ალალი გერგება.
ბურთის მიწიდან ხელით აღება არ შეიძლება, გარბენზე კი გელურად უნდა იმოქმედო - ბურთი ხელით დააგდო და ფეხით აიგდო (ამას "სოლო" ჰქვია).
თამაში 72 წუთს გრძელდება (ოთხი 18-წუთა მეოთხედი).
ოზურისგან განსხვავებით, მოქმედებს ბარათები: წითელი ბოლომდე, ხოლო ყვითელი (სინბინი) 15 წუთით გაგდებაა.
გუნდი, გელურის დარად, 15-კაცაა და ერთი მობურთალი მეკარეა, რადგან კარი რაგბის, ფეხბურთისა და ავსტრალიურის ნაჯვარია, ანუ ბადე უკეთია და დამატებით თითო ძელიც უსია აქეთ-იქიდან.
აქედან გამომდინარე, ბურთი სამი ხერხით გაიტანება:
* ფეხბურთის კარში. ჰქვია გოლი, ფასობს ექვს ქულად და აღინიშნება მწვანე ალმით;
* რაგბის კარში. ჰქვია ოვერი, ფასობს სამად და მოყვება წითელი ალამი; და
* კარისა და დამატებით ძელს შორის. ესაა 1-ქულიანი ბიჰაინდი და მისი ჩათვლისას კარის მსაჯი თეთრ ალამს აიქნევს.
გუნდის მონაგარში სამივე ყაიდის გატანა ცალ-ცალკე ითვლება და ქულათა ჯამიც გამოიყვანება. ჰოდა, 3.15.6 (სამი გოლი, 15 ოვერი, 6 ბიჰაინდი) 69 ქულას უდრის!
გოლი, ოვერი, ბიჰაინდი >> სქემაზე
This post has been edited by Vereli luka on 24 Oct 2008, 11:25
მიმაგრებული სურათი