მოკლედ კოლეგებო თავში მიტრიალებს ეს აზრი, მაგრამ პრობლემა ისაა რომ მოსწავლეები არ მყოლია ჯერ და არც კი ვიცი თუ რანაირი როგორც იტყვიან გადმოცემის უნარი მაქ

ამიტომ გადავწყვიტე ექსპერიმენტისთვის ავიყვანო ჯერ-ჯერობით ერთი მოსწავლე. შევხედო, თუ წავწიე ის ადამიანი წინ მაშინ მოვკიდებ ამ ბიზნესს ხელს.
თუ ვინმეს გსურთ პროგრამირების შესწავლა გთხოვთ აქ დაწერეთ რადგან PM ბოქსი სავსე მაქ პრაქტიკულად.
მოვამზადებ პირადად მე. ანაზღაურებას რაც შეეხება, 1 თვე არაფერს გადაიხდით და 1 თვის მერე თუ პროგრესით იქნებით კმაყოფილი მერე გავასწორებთ ანგარიშებს

აუცილებელი მოთხოვნა ჩემგან არის რომ კომპიუტერის მოხმარება იცოდეთ მაღალ დონეზე, მე მარტო ვასწავლი პროგრამირებას და არაფერს პროგრამირების გარდა

ამისთვის ალბათ გავაკეთებ რამე ტესტს და თუ წარმატებით გაივლით მერე შევუდგებით სწავლებას.
რაც შეეხება სწავლების პროგრამას. აქ ჯერ-ჯერობით კარგად არ მაქ სურათი ჩამოყალიბებული, მაგრამ ჩამოვწერ რისი სწავლება მაქ გადაწყვეტილი.
ჩემი სფეროა .NET, ამიტომ გასწავლით C#-ს
1) ზოგადად რა არის პროგრამირება. რა არის პროგრამირების ენა და რატომ შეიქმნა იგი. რა არის კომპილატორი და კომპილაცია. რა არის IDE.
2) ენის ლემენეტარული სინტაქსი. მინიჭების, განსხავების და მათემატიკური ოპერატორები. ასევე ცვლადები და ტიპები.
3) მეთოდები და მისი signature. Main მეთოდის როლი პროგრამაში. ციკლები.
4) .NET Base Class Library-ის მიმოხილვა და მათი გამოყენება.
5) ობიექტ ორიენტირებული პროგრამირების ანაბანა. რა არის Reference Type-ები და Value Type-ები. რა არის კლასი და როგორ უნდა შექმნა იგი. რა არის Garbage Collector, რა არის კონსტრუქტორი. მემკვიდრეობა, პოლიმორფიზმი, ენკაფსულაცია, კომპოზიცია, აგრეგაცია და ა.შ.
ასევე გავრცელებული პატერნები, როგორიცა Lazy Load და Provider model. ასევე რა დროს ჯობია მათი გამოყენება.
6) ასემბლის მიმოხილვა, CIL, მანიფესტი, მეტადატა, Strongly typed ასემბლი და GAC.
7) ვებ სერვისები, თეორია ბიზნეს ლოგიკასა და ბიზნეს ლოგიკის ლეიერზე, ასევე დატა ლეიერზეც.
8) ADO .NET. ბაზასთან დაკავშირება, მონაცემების წაკითხვა/ჩაწერა/მოდიფიცირება/წაშლა და რა თქმა უნდა SQL. Sql და OleDB პროვაიდერებთან მუშაობა. მკაცრად ტიპიზირებული დატასეტები. საკუთარი Entity კლასები და რა დროს რომლის გამოყენებაა მიზანშეწონილი.
9) n-tier არქიტექტურის განხილვა. DAL-ის სიღრმისეული განხილვა. Provider Model-ის გამოყენება. BLL-ის სიღრმისეულად განხილვა. რატო უნდა იყოს დაშორებული ლოგიკა UI-სგან.
10) GUI-ს აწყობა. კონტროლები და მათი გამოყენება. მარტივი და კომპლექსური ბაინდინგები. მენიუები და ტულბარები. თრივიუები და ლისტვიუები და ა.შ.
11) სერიალიზაცია და მისი ფორმატერები. XML, Binary და SOAP. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელს რა უპირატესობა აქვს.
12) Multi-Threading და ლოქები. როგორ დაწეროთ პროგრამა რომელიც იყენებს კომპიუტერში არსებულ ყველა პროცესორს ან/და პროცესორის ბირთვს.
13) რელაციური ბაზის დიზაინი, შექმნა და ნორმალიზაცია. ინდექსები, ვიუები, სპ-ები და ფუნქციები.
ჯერ მთლიანად არ ვარ ჩამოყალიბებული რას როდის და რის მერე ვასწავლი. ეს უბრალოდ ნუსხაა რის სწავლებასაც ვაპირებ რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ. შეიძლება გამომრჩა რამე, ყველაფერს დროთა განმავლობაში მთლიანად ჩამოვაყალიბებ. ეხლა ერთადერთი რისი გარკვევაც მინდა მაქ თუ არა საკმარისი გადმოცემის უნარი რომ ეს ყველაფერი თქვენ გადმოქცეთ

თუ ვინმე დაინტერესდებით აქ დაწერეთ.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გუდ ლაქ

პ.ს. ასევე მინდა ჩემი კოლეგებისგან მათი აზრის მოსმენა. მინიშნებები/შესწორებები და ა.შ.
This post has been edited by Dato0011 on 16 Oct 2008, 14:36