ქვეყანამ შემზარავი დღეები გადაიტანა.ცხადია საზოგადოება და ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. ვერ მოხერხდა საკითხის პოლიტიკური მოწესრიგება და სახეზე მივიღეთ არცთუ სასიამუვნო რეზულტატი,საერთაშორისო კრიტიკა და ა.შ.
მე მინდა ყურადღება გავამახვილო ამ თემის თანმდევ რამდენიმე შიდაპოლიტიკურ ასპექტზე.ლოგიკურია კატასტროფის შემდეგ გაძლიერებულიყო უკმაყოფილება, თუ სხვადასხვა სახის ემოციური, არადეკვატური შეფასებები.
მე ვეკუთვნი კრიტიკულად განწყობილ ელექტორატს, მაგრამ ბევრი მომენტი მაშფოთებს. კითხვა თუ არა ის აბა ვინ ? ჩნდება არცთუ შემთხვევით და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იფიქრონ, თუ როგორ უნდა გახდნენ ალტერნატივა სახედაკარგული ხელისუფლებისა და რით შეიძლება იყვნენ უკეთესი, ვიდრე არსებული რეჟიმი.
პირდაპირ ვთქვათ -მძიმე სურათია,არჩევანია არაა. მაშინ როგორი ოპოზიცია გვინდა იდეაში?! მე რამდენიმე მიმართულებით ვეცდები განვავითარო თემა.ცხადია ერთ პოსტში ყველაფერს ვერ ჩავტევ.
ოპოზიციური ძალა უნდა იყოს პრინციპული, უნდა შეძლოს პასუხისმგებლობის აგება და არსებული რუსული ხაფანგის რეალიების გათვალისწინება.ნებისმიერი ჭიჭყინი ე.წ "ნეიტრალიტეტის" შესახებ მიუღებელია. ჩვენ კი ვიქნებით ნეიტრალურნი, მაგრამ დათვი იქნება ჩვენს მიმართ?! ბუნებრივია, საჭიროა პოლიტიკური გზების ძიება. რუსეთთან კონტაქტი რაღაც სახით მოგვიწევს,
მაგრამ გზა ევროპისკენ და ნატოს ქოლგის დაფარების სურვილი შეუქცევადია, მაგრამ უნდა რეალისტები ვიყოთ-
ევროატლანტიკური ბლოკი გვინდა არა საკუთარი ტერიტორიული პრობლემების ძალისმიერი მოგვარებისთვის, არამედ ნაციონალური უსაფრთხოების დაცვისათვის ანუ მეორე უკიდურესობა-თითქოს ნატოს "რაღაცაში ვაიძულებთ", "რაღაცას ვანახებთ" არის ზმანება. სამწუხაროდ , ამ თემას ძირითადში ჩვენი ძალებით უნდა ვუპატრონოთ და ნატოს ძალა დაგვეხმარება, თუ თითოეულ ნაბიჯს შევუსაბამებთ მათ ფსიქოლოგიას , ხოლო მხარდაჭერას ვეცდებით
პრინციპულად, მაგრამ არა გულუბყვილოდ.
ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაასაბუთონ მათ უნდათ უფრო ძლიერი საქართველო და არა უფრო სუსტი. ნებისმიერი თემა "საპრეზიდენტო ინსტიტუტის " გაუქმებაზე და ა.შ გამოიწვევს ძლიერი ხელის მოყვარული ამომრჩევლის გადაქაჩვას ნაც ხაზით. დასაფიქრია აქცენტები კანონზე, კანონიერებაზე, ხელისუფლების სწორ გადანაწილებაზე და არა პრინციპით ძირს.იფიქრეთ უნდა მოიზიდოთ მიშას ელექტორატი. მათ კი თავიანთი სიფრთხილე აქვთ ცვლილებებისადმი.
ოპოზიცია არ უნდა იყოს სააკაშვილის ჯიბის მეძავი, როგორიცაა ე.წ საპარლამენტო ინდივიდები...თუმცა "რადიკალური მეთოდებით ბრძოლის "გაფარჩაგების მიზეზებიც უნდა გააცნობიერონ. ქუჩა არაა კარგი მეკავშირე, მაგრამ როცა ხელისუფლება არის ცივი კედელი ხანდახან შეიძლება საჭიროც იყოს, მაგრამ გვახსოვდეს გელბახიანები და სხვა ტიპის პრორუსული ან პრორევანშისტული აფთრები ირგვლივ ტრიალებენ და ისინი პროცესებთან ახლოს არ უნდა გააჭაჭანონ , რაც უპირობოდ რთულია.
საჭიროა პოლიტიკაში ფრთხილი შეფასებები-მაგალითად სასინჯი ქვა იყო ჯაჭვური რეაქციის დროს გაკეთებული განცხადებები. პირდაპირ ვთქვათ ოპონაწილის დამოკიდებულება იყო ბრიყვული.განაცხადო მილიონი ადამიანი შეიკრიბა იმიტომ რომ მიშას ეს პიარისთვის უნდოდა არის განუზომელი დონის აბრაკადაბრა. შეიძლება კი არა მიშას ამის გამოყენება თავის ინტერესებში უნდოდა და ეხლაც უარს არ იტყვის, მაგრამ ისიც გვახსოვდეს იქ მისული ხალხი სრულიად სხვა მოტივაციით ხელმძღვანელობდა და გამიჯვნა გულისხმობს თითქოს მილიონი ადამიანი მიშას თანამდგომი იყოს. უკაცრავად არა!!!!!!!!! ეს იყო ადამიანები, ვინც თავის სახელმწიფოს დაუდგა გვერდით და არა უტვინო ჩერჩეტ პრეზიდენტის კაპრიზებს.თითოეულ სიტყვას უნდა დაფიქრება.რამდენ ადამიანს მიადგა შეურაცხყოფა?!
სისტემურ რეფორმებზე ბევრჯერ დავპოსტე - ამ თემაში მოკლედ გეტყვით ძირითად პრინციპს- ბრძოლის აქცენტი უნდა გაკეთდეს რათა საარჩევნო კორუფცია აღმოიფხვრას, ნაც მოძრაობას ფრთები შემოეჭრას, სასამართლოს როლი გაიზარდოს, მაგრამ ისეა საჭირო მიშიზმის დემონტაჟი რომ საყრდენი იატაკი არ დაინგრეს.სწრაფი მოშორების აზრი ემოციურია, მაგრამ არამიღწევადი. ძალთა განიავება კი არასასურველი.
ვინ დაიწყო ომი? დასავლეთიც კი თვლის საქართველომ. ვაი ჭკუისაგან. ოპოზიციონერებო ნუ აყვებით ამ ე.წ "საზოგადოებრივ აზრს". ცხადია მიშამ მიქარა , როცა ცხინვალის შტურმი გადაწყვიტა და ნამეტანი კარგი წარმოდგენა ქონდა რუსული დათვის "გაბედულობაზე", მაგრამ თუ ამ ასპექტს ვეხებით, ეგრევე ვახსენოთ პრობლემის გენეზისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორას ვაძლევთ მტერს .
არ ააგოთ პარტიები 7 ხევისბერის პრინციპზე . პოლიტიკა გუნდური ურთიერთმოქმედების პრინციპია , მაგრამ გამოკვეთილი უნდა იყოს პარტიული "დემოკრატიული ცენტრალიზმი", ლიდერის ფაქტორი , ხოლო "საერთო გუნდი უნდა ემყარებოდეს კოორდინირებულ მუშაობას...განსაკუთრებით რეგიონებში და ახალგაზრდობაში.
ალიანსები საჭიროა, მაგრამ იყავით ფრთხილად პადოშას, დავითაიას , ჯონდის მსგავს ტიპებს არ ძინავთ. ასეთი ხალხი არ გაიკაროთ. ფრთხილად მოეკიდეთ კავშირებს და გაერთიანებებს. ჩამოკიდეთ რკინის კარები , სადაც შესვლა ადვილი არ იქნება სუსტი მედროვე ან პრორუსული ძალებისთის.
მინდა დავუჭირო მხარი ამ რეჟიმის ალტერნატივას. სამწუხაროდ არჩევა ჭირს. საშიშროებებიც ბევრია. მოკლედ, ეს თემა სურვილებია...მეტი არაფერი.
ps-მადლობა, ვისაც გეყოთ ნერვები და თეზისების სახით მაინც თვალი გადაავლეთ ჩემ თემას. მომიტევეთ ტრადიციული გრძელსიტყვიანობა. რას ვიზავთ უ ვსეხ სვაი ნედოსტატკი.
This post has been edited by lasha_alo on 13 Oct 2008, 04:50