რაღაც გლობალური ომის სუნი მცემს, სიტუაცია ძალიან დაძაბულია მთელ მსოფლიოში, და არა მხოლოდ საქართველოს და გამო, მსოფლიო ეკონომიკა კრახს განიცდის, ბელგიაში გაკოტრდა ერთ ერთი უმსხვილესი ბანკი Fortis Bank, 100 000 - ით კლიენტებს გაუყინეს ანგარიშები და 2014 წლამდე ვერ იძლევიან ვალის დაბრუნების პირობას, ეს რაც მე შემეხო პირადად, არც სხვა ბანკებს აქვთ საქმე უკეთესად, მიმდინარეობს ხალხი სამახურებიდან შემცირება, ბევრი საშუალო თუ მსვილი კომპანია დაიხურა, ეს რაც მე ვიცი აქ ბელგიაში და ვხედავ, არც სხვაგანაა უკეტესი მდგომარეობა, აშშ - კრიზისი, რუსეთშიც ხომ არის და არის;
ამას დავუმატოთ ირანის კორეის ავღანეთის პრობლემები, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ჩინეთის ძაან გაგულავება, ალკაიდა, ტერორისტები, კავკასია;
ვფიქრობ ეს ყველაფერი წინაპირობა ხომ არ არის რაიმე დიდი გლობალური დაპირისპირების, რადგან როგორც მოგვეხსენება, ეკონომიკური კრიზისები იდეალური საშუალებაა ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალისმიერი ესკალაციისთვის;
ნუ დაგვავიწყდება რომ გასული საუკუნეში ომებს წინ უძღოდა სწორედ ეკონომიკური კოლაფსები;
და რაც ყველაზე მთავარია, როგორ ფიქრობთ ესკალაციის შემთხვევაში საქართველო რა სახით და რა დოზით შეიძლება ჩაერიოს ომში თუკი მართლა რამე მოხდა, და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის?
ისე კი ღმერთმა დაგვიფაროს ატომური ომისგან