მოკლედ ხალხო, მე მიწევს დევნილებთან სიარული თითქმის ყოველდღე. დავდიოდი გლდანის სკოლებში განთავსებულ დევნილებთან. ახლა უმეტესობა დაბრუნდა სახლში. დარჩა მხოლოდ ის ხალხი, ვისაც სახლები არ აქვს და ვისი სოფლებიც რუსების და ოსების მიერ კონტროლდება. ეს ჩემი დევნილები იმ სკოლიდან, სადაც გუშინდლამდე იყვნენ, გადაიყვანეს სპორტულ კომპლექსში ახმეტელის თეატრთან, სადაც ელემენტარული პირობებიც არ აქვთ. შტეფსელებიც კი გამოგლეჯილია, საჭმლის გაკეთების საშუალებაც არ ჰქონდათ, ისე შეყარეს. ჩვენ მივუტანეთ ორი ხუთლიტრიანი ბალონით გაზი, რომელიც ალბათ 2 დღეში დამთავრდება იმიტომ, რომ ეს საზიაროდ მივიტანეთ 7 ოჯახისთვის. საჭმელიდან აქამდე მხოლოდ ლობიოს (50 კაცზე 10 დღეში), მაკარონს (1.5 კგ 10 დღეში), ზეთს, პურს, მარილს და შაქარს იღებდნენ. შეიძლება მსგავსი დახმარება აქაც მივიდეს, მაგრამ თუ გაზი არ ექნებათ, ცხადია, უმის შეჭმა მოუწევთ.
ასე რომ, თუ ვინმეს რაიმე სურვილი გაქვთ ამ ხალხის დახმარების (ან ცოტა ფულით, ან საჭმლით და ა.შ.) დამიკავშირდით. თუ გინდათ თქვენც წამოდით და მოინახულეთ.
პ.ს.ვერც წარმოიდგენთ რა მაგრები არიან.
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!