მეგობრებო,
ხვალ, სამშაბათს, 1 საათზე, რუსთავში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიქა"-ს ოფისში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: მეგობრობის გამზირი 12/56, ორგანიზაცია "აირექსი" გამართავს ედმუნდ მასკის აშშ სამაგისტრო გაცვლითი პროგრამის შესახებ საინფორმაციო სემინარს.
ყველას ვინც გეგმავს მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში და ისწავლოს აშშ-ს უნივერსიტეტში, შეგიძლიათ მიხვიდეთ ხვალ ზემოაღნიშნულ მისამართზე და მიიღოთ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. დასწრება თავისუფალია.
დეტალური მისამართი იხილეთ ლინკზე:
http://www.siqa.org.ge/kontaktebi.phpედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX).
პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
პროგრამის ყველა მონაწილე:
- დაესწრება ლექციების სრულ განაკვეთს ერთი ან ორი წლის განმავლობაში;
- პირველი აკადემიური წლის განმავლობაში შეიმუშავებს და განახორციელებს პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას;
- გაივლის სტაჟირებას სასწავლო სემესტრის შემდეგ.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
- მხარდაჭერას აშშ ჟ-1 ვიზის მისაღებად;
- მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
- ყოველთვიურ სტიპენდიას;
- სამედიცინო დაზღვევას;
- უნივერსიტეტში სწავლების საფასურს;
- თანხას წიგნების შესაძენად;
- ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში; და
- ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში).
გელით ყველა რუსთაველს და არა მარტო რუსთაველს
მიმაგრებული სურათი