#11892786 · 15 Dec 2008, 15:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აშშ-ს კვლევების ცენტრის (ACSTTC) დაფინანსებული გამოკითხვით მოსახლეობა მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს
/15 დეკემბერი, 2008/ აშშ-ს ტრანსნაციონალური და ტრანსატლანტიკური გამოწვევების კვლევების ცენტრის (ACSTTC) მიერ დაფინანსებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც BGIC-ის მიერ იქნა ჩატარებული და რომლის ფარგლებშიც თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში და ჭიათურაში 3300 რესპონდენტი იქნა გამოკითხული, კითხვაზე: "მიგაჩნდათ თუ არა ერთად-ერთ გამოსავალად სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ქართული მხარის მიერ ძალის გამოყენება," გამოკითხულ რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 2603 გამოკითხული, რაც რესპონდენტთა საერთო რაოდენობის 79 პროცენტს შეადგენს , დადებითი პასუხი გასცა ამ კითხვას.
კითხვაზე, რომ "შესაძლებელი იყოს 7 აგვისტოს არსებული მდგომარეობის აღდგენა (ეს კვლევა ტარდებოდეს 6 აგვისტოს), ა. კვლავ მხარს დაუჭერდით თუ არა სამხედრო მოქმედებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ან ბ. თავს შეიკავედით ამგვარი მოქმედებისგან და ცეცხლის გაუხსნელობის შეთანხმებზე იქნებოდით თანახმა 7 აგვისტოს დე-ფაქტო და დე-იურო მდგომარეობის აღდგენით?" გამოკითხულთა 89 პროცენტმა დააფიქსირა, რომ იმ ვითარებაში ხელისუფლებას არ ჰქონდა სხვა გამოსავალი და საკუთარი მოქალაქეების დაცვა გაუთავებელი ოსური აგრესიისაგან იყო ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება.
კითხვაზე იყო თუ არა 11 აგვისტოს მასშტაბური მდუმარე აქცია "დახვეწილობის, უდიდესი კონსოლიდაციის მომენტი," გამოკითხულთა 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს იყო აუცილებელი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული აქცია რომელმაც პრაქტიკულად გადაარჩინა თბილისი; გამოკითხულთა 29 პროცენტს მიაჩნია რომ ეს იყო კანონზომიერი, თუმცა არა აუცილებელი მოვლენა და მხოლოდ გამოკითხულთა ოთხმა პროცენტმა მისცა უარყოფითი შეფასება მდუმარე აქციას.
"ჩვენმა პრეზიდენტმა სწორად შეაფასა მდგომარეობა და საკადრისი პასუხი გასცა მტერს, რითაც ქვეყნის პრესტიჟი და ავტორიტეტი გადაარჩინა," აღნიშნა ერთ-ერთმა გამოკითხულმა. "ხელისუფლებას რომ ხელი მოეწერა ცეცხლის გაუხსნელობის შეთანხმებაზე მე მისი ოპოზიცია ვიქნებოდი," აღნიშნა მეორე რესპონდენტმა. "მიუხედავად იმისა რომ კოდორი დავკარგეთ, ახალგორის რეგიონი, რუსეთმა ისინი აღიარა და უამრავი დევნილი გვყავს, ბატონ პრეზიდენტს არ ჰქონდა არც იურიდიული არც მორალური უფლება არ ჩაეტარებინა საბრძოლო სპეცოპერაციები მათი შემომტკიცების მიზნით", - აცხადებს ერთ-ერთი ჭიათურელი რესპონდენტი და იქვე დასძენს "არც მათი დე-იურედ აღიარების აცილების სანაცვლოდ და არც ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობით." ასეთია გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია.
გამოკითხვა დაფინანსებული იქნა აშშ-ს ტრანსნაციონალური და ტრანსატლანტიკური გამოწვევების კვლევების ცენტრის მიერ, რომელშიც 3000-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს სხავდასხვა კუთხეებიდან. www.bgic.com.ge/surveys034/12122008/index.htm&hl=ka&mrestrict=xhtml&source=m&site=4528
|