ესეიგი რა ხდება.
ვირუსი ავიკიდე ერთი თვეა უკვე სადღაც.
ვერ წავშალე ვერცერთი ანტივირუსით და ანტისპაივარით.
რაღაც ახვარზე თესლი ვირუსია. ჯერ კომპს აფარჩაკებს ყველანაირად. თუ წაშალე კიდევ ინტერნეტს გითიშავს. გადააყენებ ვინდს და 1 დღის მერე ისევ იჩითება.
მოკლედ დაფორმატების მეტი არაფერი შველის როგორც ვატყობ და მე კიდევ დაფორმატება არ მინდა ისეთი ფაილები მაქვს კომპში + რომ დავაფორმატო გარანტია არ მაქვს რომ მეორე დღეს ისევ არ შემოეთესლება კომპში. ეს პირველი.
_____________
მეორე, რასაც ვაკვირდები ეს მათხოვარი პოპუპები 10 $ და 20$ რომ იხდიან, მაგათი ბრალია ყველაფერი. ზოგიერთს სულ ერთ ადგილზე კიდია ვის კომპში ვირუსი შევა მთავარია დღეში 2$ გააკეთოს.
ესეც არ შეიძლება რა ხალხო რაღაცა უნდა გავაკეთოთ.
წწწ არის პირველ რიგში მისახედი.
უნდა ვიპოვოთ წყარო პირველ რიგში რაც მგონი აქაურ გამოცდილ ხალხს არ უნდა გაუჭირდეს. მარტო მე ხომ არ ვარ ამ დღეში თითქმის 50% ჩემს დღეშია.
მომბეზრდა უკვე ვინდოუსის დღეში სამჯერ გადაყენება და ამ ახვარი ვირუსის ყურება.
ხო ისე ვისაც დაგაინტერესებთ Windows antivirus 2008 ქვია ამ ვირუსს.
პროგრამებშიც ვპოსტე უკვე და ვითომ ამის საწინააღმდეგო რაღაც ვნახე მაგრამ ისევ ცოცხლდება (ან ცოცხლება ან კიდევ პოპუპიდან შემოდის სრაზუ)
რომელი განვიცდით პოპუპების ნაკლებობას საქართველოში. მარტო ვარეზებზე აღარ არის უკვე ლაპარაკი. იმაგე ჰოსტინგებზე და ასე შემდეგ. იმდენად მიეჩვია ზოგიერთი საიტის პატრონი რომ მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე სად დადებს პოპუპს. ჩვენთვის ხომ ერთი დაწკაპუნებაა იმისთვის კი 0.001$.
მნიშვნელობა არ აქვს ანტივირუსის და ანტისპაივარის რჩევას. ყველა ვცადე რასაც ქვია. spyware terminator დან დაწყებული ashampoo antiwpyware თი დამთავრებული. kaspersky თ დაწყებული და AVG თი დამთავრებული.
ჩვენ თუ არ მიხვხედეთ მალე ყველას მოგვიწევს დღეში სამჯერ დაფორმატება კომპიუტერის.
მე კიდევ მესმის რაღაც იმათმა რა ქნან ვინც არ იცის ვინდის გადაყენება და თუნდაც ანტივირუსის დაინსტალირება?
მოკლედ ველი თქვენს კომენტარს და რეაგირებას.
P.S.
მოდერს ჩემი თემები არ მოსწონს და არ დახუროს ვთხოვ
This post has been edited by buxto on 22 Oct 2008, 04:28