მარტივად რომ ვთქვათ - არსებობს.
უცხოეთში მიღებული home schooling - (ქართულად ექსტერნატი შეესაბამება) - უკვე გიპასუხე: თუ იმ სკოლის (სასწავლებელის) დიპლომი (სწავლის დამთავრების, რაიმე კურსის გავლის და ა.შ. საბუთი) ზოგადად აღიარებულია საქართველოში - მნიშვნელობა არ ააქვს, შენ რა სქემით დაამთავრებ ამ სკოლას.
ანუ არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია ამ სკოლის სერტიფიცირებასა და "დონეზე".
საქართველოში მიღებული home schooling-ი:
1. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა - სკოლებში: დაშვებულია "ალტერნატიული სწავლების მეთოდი", რომელიც ითვალისწინებს სასწავლო დაწესებულებაში დაუსწრებლად განათლების მიღებას, რისი დასტურიც (განათლების მიღების) სასწავლო წლის ბოლოს საგნობრივი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება.
აი ეს კანონი ნახე: საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების" შესახებ
და განათლების მინისტრის ბრძანება N 155 "ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ".
2. უმაღლეს სასწავლებელში - კონკრეტულად როგორ რეგულირდება არ ვიცი, მაგრამ აქ გაცილებით მეტი ავტონომია აქვთ სასწავლებლებს ვიდრე სკოლებს, ასე რომ ყველაფერი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის" ნება-სურვილზე იქნება ძირითადად და იმ სასწავლებლის დებულება უნდა ნახო - რომელიც გაინტერესებს