Mematiane
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 523
წევრი No.: 48629
რეგისტრ.: 6-December 07
|
#11300251 · 25 Oct 2008, 19:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დეპუტატობის კანდიდატები ეშმაკობენ!
როცა დეპუტატობის კანდიდატების ქადაგებებს ვუსმენ, ვრწმუნდები, რომ ისინი, ძალიან მორიდებით რომ ვთქვა, ეშმაკობენ. ეს შეიძლება უცოდინარობით, ანუ, უნებურად გამოსდით, შეიძლება – განზრახაც შვრებიან. ვეცდები განვმარტო ჩემი ნათქვამი: კანდიდატი, თუ კი მას გავამარჯვებინებთ, ზღვა სიკეთეს გვპირდება. ეს, (ისევ მორიდებით ვიტყვი), ტყუილია. დავუშვათ, მოგვწონს ეს მისი ნათქვამი და ხმაც მივეცით. დეპუტატის მანდატიც მივანიჭეთ. ისიც გამოვიდა პარლამენტში და ტრიბუნიდან განაცხადა ყველა ის სიკეთე, რასაც არჩევნებამდე გვპირდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობამ მოისმინა ეს მისი ნათქვამი, თქვა: ვახ, ვახ, ვახო! მერე დეპუტატის დაჟინებული მოთხოვნით, კენჭიც უყარეს მის ნათქვამს, დაიწუნეს და ამით ყველაფერი დამთავრდა. რა მივიღეთ შედეგად? ისევ მორიდებით რომ ვთქვა: მივიღეთ საპნის ბუშტი, ანუ კანდიდატმა მოგვატყუა! რა იქნებოდა კანდიდატიებისან გულწრფელი ქმედება? (მხედველობაში მაქვს არჩევნებამდე პერიოდი). გიპასუხებთ: კანდიდატმა არჩევნებამდე უნდა თქვას: პატივცემულო ამომრჩევლებო, თუ მე გამამარჯვებინებთ, პირობას გაძლევთ, რომ პირველსავე სხდომაზე გამოვალ და ტრიბუნიდან ვიტყვი, (მხოლოდ ვიტყვი და სხვა არაფერი), იმას, რასაც ახლა თქვენ გეუბნებით. ესეიგი, ჩვენ იგი უნდა ავირჩიოთ დეპუტატად, დიდი ხელფასი დავუნიშნოთ და ყველა სიკეთე მივანიჭოთ მხოლოდ იმისთვის, რომ იგი პარლამენტის ტირიბუნიდან გამოვიდეს და ჩვენი მისამართით კეთილი სურვილები გამოთქვას. სულ ეს არის. დაიმახსოვრეთ: სულ ეს არის და მეტი არაფერი, იმიტომ, რომ საკითხის გადაწყვეტა არც ერთ მათგანს არ შეუძლია. საკითხს წყვეტენ უმრავლესობის ფრაქციაში. აქედან გამომდინარე, ლოგიკის მიხედვით, სწორი იქნებოდა, თუ კი ამ გამოკლებულ ადგილებსაც ისევ უმრავლესობის წარმომადგენლები დაიკავებენ. სხვა საკითხია, როცა საქმე ეხება მთლიან საპარლამენტო არჩევნებს. ამ დროს, როცა თითოეული პარტიის წარმომადგენლები გვპირდებიან ყველანაირ სიკეთეს, იგულისხმება, რომ ჩვენ იმ პარტიას, რომლის დაპირებებიც მოგვწონს, ისეთნაირად უნდა გავამარჯვებინოთ, რომ პარლამენტში მათ ჰქონდეთ უმრავლესობა. ასეთ შემთხვევაში, მათ მართლაც შეეძლებათ, ვიმეორებ – შეეძლებათ, აგვისრულონ დანაპირები. შეეძლებათ-თქო იმიტომ ვამბობ, რომ დანაპირების შესრულების გარანტია მაინც არ გვაქვს. სულ უბრალოდ შეუძლიათ მოგვატყუონ, თავიანთი საქმე გაინაღდონ და მერე აღარც კი მოიხედონ ჩვენსკენ. ესეიგი, თურმე ჩვენთვის მთავარი პრობლემა დანაპირების შესრულება ყოფილა. ესეიგი, ჩვენ თურმე საამისოდ საჭირო საკონსტიტუციო კანონები გვჭირდება. სახელდობრ: ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩეულის უკანვე გამოწვევის საშუალება, თუ კი ეს არჩეული აღარ ასრულებს დანაპირებს. შეიძლება მავანმა თქვას, რომ “სხვა ქვეყნებში ასე არ არის მიღებულიო”. ეს არ არის დამაჯერებელი. ჩვენთვის ასეთი წესი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს წესი აგვაცილებს უბედურებებს. ახლა უკვე იმასაც დავაზუსტებ, თუ რას უნდა გვპირდებოდნენ გულწრფელი კანდიდატები. მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა უნდა შეიცავდეს შემდეგ დაპირებებს: (სხვათა შორის, ამ პირობების უმრავლესობა შვეიცარიის კონსტიტუციიდან გადმოვიღე, ზოგი რამ საკუთარი ინიციატივითაც დავამატე.) ნებისმიერ არჩევით თანამდებობაზე კაცის არჩევა უნდა შეიძლებოდეს ზედიზედ მხოლოდ ერთი ვადით. საარჩევნო ვადა უნდა იყოს ერთი ან მაქსიმუმ ორი წელი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონდეთ სრულასაკოვან ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც ტესტების საშუალებით ჩააბარებენ გამოცდას საქართველოს შესწავლის საგანში. ეს არ იქნება უმაღლესი მათემატიკის ფორმულები. აქ თავმოყრილი იქნება ზოგადი, ელემენტარული ცნობები საქართველოს შესახებ. (როცა მოქალაქე თვრამეტი წლის ხდება, მას ავტომატურად არ ვაძლევთ მანქანის მართვის მოწმობას. საამისოდ იგი აბარებს საკმაოდ რთულ გამოცდას, თუ კი, რა თქმა უნდა, ფულით არ ყიდულობს ამ მოწმობას. არჩევნებში მონაწილეობა ქვეყნის მართვაში მონაწილეობას ნიშნავს. ქვეყნის მართვა მანქანის მართვაზე უფრო იოლი არ არის). საპარლამენტო უმცირესობას უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება, რომლის მიხედვითაც, უმცირესობა ერთი თვით შეაფერხებს უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონის ამოქმედებას. ამ ხნის განმავლობაში, უმცირესობა გადის აგროვებს 50 000 ხელმოწერას და უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი გადის საერთო სახალხო რეფერენდუმზე და იქ წყდება, სურს თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობას უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი. (დაიმახსოვრეთ, შვეიცარიაში ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის რომელიღაც რეგიონში ეწყობა რეფერენდუმი. 2020 წლამდე ჩასტარებელი ყველა რეფერენდუმის განრიგი უკვე შედგენილი და დამტკიცებულია.) შვეიცარიაში, (თუ ზუსტად მახსოვს), თხუთმეტამდე კუთხე, ანუ კანტონია. ჩვენთანაც დაახლოებით ასეა. (შვეიცარიაში ასეა და ჩვენ უნდა აუცილებლად გადმოვიღოთ,) იქ შვეიცარიაში პრეზიდენტს ირჩევენ ერთი წლით. პრეზიდენტად რიგრიგობით დგებიან კანტონების მიერ არჩეული ადგილობრივი ლიდერები. ამ ბოლო დროს იქ პრეზიდენტად მშვენიერი ქალბატონი მუშაობდა. (ახლა შეიძლება უკვე სხვა პრეზიდენტი ჰყავთ), ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა: “ბატონო პრეზიდენტო, თუ შეგიძლიათ ერთი ფრაზით, ფორმულასავით გამოხატოთ შვეიცარიის პოლიტიკური სისტემაო”? ამ ქალბატონმა მოსწრებულად და ბრძნულად უპასუხა: “შვეიცარიაში პოლიტიკური მოღვაწეობით ფულს ვერ იშოვნიო!” აი, მესმის ქვეყანა! აი, დაახლოებით ასეთი პირობები თუ არ ექნა პოლიტიკურ პარტიას თავის პროგრამაში, მაშინ მისთვის მხარის დაჭერა და პარლამენტში უმრავლესობით მიყვანა ნამდვილად არ ღირს! თუ დაუკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანი პირობები გადმოვიღე შვეიცარიელებისგან და ჩამოვაყალიბე. ვამჩნევ, რომ ასეთი პირობები, სამწუხაროდ, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ მოსწონთ. არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩვენი ხალხი საამისოდ ჯერ არ არის მომწიფებულიო. გაითვალისწინეთ, რომ შვეიცარიელებმა ეს ზღაპრული კონსტიტუცია 150 წლის წინ. რას ვამბობთ, რომ ჩვენ იმ დონეზეც კი არ ვართ, რა დონეზეც შვეიცარიელები იყვნენ 150 წლის წინ? აი, რატომ უნდა მოეწყოს გამოცდები არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად! დარწმუნებული ვარ, რომ ამ უფლების მოსაპოვებლად გამოცდების ჩაბარებას სულ რაღაც 200 000 კაცი თუ მოინდომებს. ისინი მიიღებენ პირადობის მოწმობის დარ საბუთს, რომლის საშუალებით მათ შეეძლებათ რესპუბლიკის ნებისმიერ ადგილზე, კომპუტერის საშუალებით მისცენ ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს. კიდევ ერთ რამეზე წინასწარ უნდა მოაწერონ ხელი კანდიდატებმა ნოტარიუსის თანდასწრებით: “თუ მოცემულ პირობას არ შევასრულებ, და თან საკუთარი სურვილითვე არ ვიტყვი უარს მოპოვებულ სადეპუტატო მანდატზე, მაშინ თანახმა ვარ სასამართლოს წესით გამაძევოთ ამ ქვეყნიდან!” აი, ასეთი პროგრამის მთქმელებს შეგვიძლია ვენდოთ! სხვას არავის არ შეიძლება ვენდოთ! სხვა ბევრი სიკეთეც შემიძლია ვთქვა, მაგრამ სხვა დროს იყოს.
2008 წლის 23 ოქტომბერი.
This post has been edited by Mematiane on 25 Oct 2008, 19:28
|