ფორუმზე სულ მიდის სჯა-ბაასი იმის შესახებ, რა გააკეთა და რა არ ან ვერ გააკეთა ხელისუფლებამ, რისი გამკეთებელია და რისი არა, რა უნდა გაეკეთებინა და რა უნდა გააკეთოს, და ა.შ. მაგრამ ეს შეფასებები და სურვილებია. მე ვისურვებდი რომ ამ თემაში ფორუმელთა პროგნოზირების უნარმა იჩინოს თავი.
ცხადია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა თვითონაც გეგმავს რაღაცეებს. ხოდა, როგორ ფიქრობთ, ომის შედეგად შექმნილ ახალ რეალიებში რას იპირებს? როგორია შემდგომი ნაბიჯები?
გავიმეორებ: თქვენ რას ურჩევდით, რას მოსთხოვდით ან რას "უზამდით' ხელისუფლებას, ამაზე, თუ შეიძლება, ამ თემაში ნუ ვისაუბრებთ. თვითონ რას გეგმავს, რისთვის ემზადება, ესაა საინტერესო.
სახელმწიფო საიდუმლოებების გამხელას აქ არ ველი (და, იმედია, თავს შეიკავებთ

). საჯარო პოლიტიკის სივრცეც საკმაოდ ფართოა, რომ მასში დავრჩეთ.
მთავარი კითხვა სამია:
1. რას უპირებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს (საპროტესტო განცხადებების გარდა)?
2. რას უპირებენ ეკონომიკას? როგორია სამოქმედო გეგმა ამ გართულებულ პირობებში (და არა საყოველთაო სურვილები - აქ ყველაფერი გასაგებია)?
3. როგორია საქართველოს ახალი დისპოზიცია აშშ-ევროპა-რუსეთის სამკუთხედში? იქნება თუ არა რაიმე ახალი ნიუანსები საგარეოპოლიტიკურ კურსში?
P.S. ოპოზიციაზე ასეთი თემის გახსნას ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ - რომ უნებლიე აღრევას არ ჰქონდეს ადგილი

მაშ ასე: ხელისუფლების საკუთარი გეგმებისა და ნაბიჯების თქვენებური პროგნოზი