თქვენს შორის ყველაზე დაავადებული მე ვარ....

ბოლო 1 წელია, თუ გინდათ გადაამოწმეთ. 2-3 დღეში ერთხელ 5-6 საათი მძინავს მარტო. კომპიუტერული თამაში არასდროს მითამაშია, არც წიგნი მიკითხავს... საიტებს ვათვალიერებ და სკრიპტებს და პროგრამებს ვუჩიჩხინებ.... ამის მიმართ ყველას პროტესტი აქვს... საცოლეს ვაგიჟებ... ყოფილა შემთხვევა ღამის 5 საათზე დამირეკავს და მე დილა მგონებია.... სიგარეტი ჩაბნელებული ოთახი....მეზიზღება ეს ყველაფერი.... ძალიან.... მაგრამ ვერ ვეშვები....
ნუ წელს პრობლემები მქონდა, აკადემიური ავიღე და ამის მერეა ეს ყველაფერი... სამსახურსაც თავი დავანებე.... აქედან გამოსავალი ალბათ მალე იქნება... ახალ სამსახურს ვიწყებ მალე და სექტემბრიდან სწავლას ვაგრძელებ....
დამიჯერეთ ხალხნო, საკუთარი მწარე გამოცდილებიდან.... გაიარეთ ხოლმე ჰაერზე, ძმაკაცები რომ დაგირეკავენ ნუ მოიმიზეზებთ საქმეს, გადით, გაახილეთ თვალი.... მეზიზღება ეს ყველაფერი... და ვცდილობ ყოველ დღე კომპთან ჯდომას მინიმუმ 20 წუთი მაინც მოვაკლო.....