აუ ეს ჩემს მოკლე ბოგრაფიას გავს...
ბარემ იმას დავაკოპირებ
მე მქვია გვანცა.მგონი ერთადერთი გვანცა ვარ, რომელიც ფიქრობს,რომ გვარი გელოვანი ყველაზე მეტად მოუხდებოდა მის სახელს ! ისევ მე,ანუ გვანცა და იდეაში გვანცა გელოვანი ვწერ ახლა ჩემზე...ანუ ინდივიდზე?
კაი არ გვინდა ფილოსოფოსობა... თუმცა ფილოსოფია მიყვარს... კიდევ მიყვარს მუსიკა,აი ისეთი მუსიკა გონებაში რომ გიტრიალებს სულ! ხო მიხვდი? ხო, კიდე მიხვედრილი და გაგებული ხალხი მიყვარს; და მოდი ამ ჭიქით... ფუ რა ამ ჭიქით,მოდი უბრალოდ ყველა გაგებულ და გამგებ ადამიანს გაუმარჯოს! ალბათ მიხვდი,რომ დალევასთან ნაჩხუბარი არ ვარ...
კაი გავაგრძელოთ,რადგან არ მიყვარს ერთ ადგილზე დიდხანს დგომა,ვეძებ ყოველთვის სიახლეს... კიდევ ვეძებ კარგ და საინტერესო სურათებს... საინტერესო ადამიანები მიყვარს;ადამიანები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,არ მაქვს ლაპარაკი ისეთებზე რომელთაც მხოლოდ იმიტომ hქვიათ ადამიანebi, რომ სხეული აქვთ და სული კი... სულზე რომ ვფიქრობ ვიგრუზები,ამიტომ გავიარეთ...და გადავიარეთ...რადგან არ მიყვარს დაგრუზვა.კიდევ არ მიყვარს დილით რო ვინმე მაღვიძებს ხოლმე,მაგ დროს თავს ვერ ვაკონტროლებ დააააააა... stop-ს ვიტყვი ეხლა თორე გაიფიქრებ ეს ვინ ყოფილაო! ანუ მიხვდი უკვე,რომ მიყვარს ძილი და ვარ ცოტათი ბრაზიანი... იმედია მართლა ცოტათიო გაიფიქრე კიდევ ალბათ... პრინციპში გააჩნია ვისთან...
ხოო...ფიქრი მიყვარს ძალიან,იმიტომ რომ ,არავინ არ გზღუდავს,შენია და ვერც ვერავინ ეხება...ფიქრი სასარგებლოცაა ჩემთვის ,ბევრი შედევრი (ჩემი აზრით) შემიქმნია ფიქრის დროს...აი ალბათ ეხლა აღმოაჩინე რომ "თავმდაბალიც" ვყოფილვარ,არადა მაკიაველმა მასწავლა,პატივმოყვარეობა ადამიანის სულში მობობოქრე ყველაზე დამანგრეველი ვნებააო! მარა რა ვქნა,მიყვარს პირდაპირ თქმა რასაც ვფიქრობ და ცუდი არცაა მგონი,ოRონდ თუ სწორად გამოიყენებ ამ თვისებას! მე ეს არ შემეშლება არასოდეს იმედია! იმედი ბოლოს კვდებაო! აუ, ისევ დასაგრუზ თემასთან მივედი,კვდება ყველა და ყველაფერი,მარადიული არაფერია, მაგრამ მარადისობის მჯერა მე,ოღონდ ზოგჯერ,როცა მინდა ხოლმე რაღაცეებზე უბრალოდ დავხუჭო თვალები და მჯეროდეს,ისე კი სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ ჯიუტად!
ხოო...სიტყვამ მოიტანა და ჯიუტი ვარ საკმაოდ.არ ვიცი კარგია თუ ცუდი,მაგრამ რასაც მინდა ყოველთვის იმას ვაკეთებ,რადგან მეზიზღება აკრძალვები! კიდევ მეზიზღება ხელოვნურობა და... და როცა თმებზე მეხება ვინმე თუ არ მინდა...
მჯერა რო წავალ ოდესმე ნიცაში... აუ ნიცაში... მინდაააააა... ზემფირას კონცერტზე!ვერასდროს ვერ დავიჯერებ,რომ ხვალ მოვკვდები;აუ კიდევ სიკვდილი... არადა ცხოვრება ისეთი მშვენიერია,სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ რა!
გალაკტიონის "თოვლი" გამახსენდა ეხლა,თოვლმა შემაყვარა გალაკტიონი,ოღონდ ნამდვილმა არა,იისფერმა თოვლმა..."მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის,ქალწულებივით ხიდიდან ფენა,მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა..." , და აი სიყვარულთანაც მივედიიიიით,მაგრამ უკან დავიხიეთ ისევ,არ ვიცი ეს სიყვარული და რა ვქნა?! როგორაა ნათქვამი? თუ სიყვარული არ განგიცდია,ესეიგი არც გიცხოვრიაო? არ დაუჯეროთ! ფაქტი სახეზეა,რომ ვცხოვრობ!
მომწონს როცა ვიღვიძებ და ყავა მხვდება გამზადებული...მსიამოვნებს ყავასთან ერთად სიგარეტი,აი ერთი მავნე ჩვევაც ვაღიარე...
მეშინია- თუ გარეთ გავედი და გზა მოყინულია...
არ მეშინია - თაგვის... თავისთვისაა რა!
ვოცნებობ- ერთ რამეზე...არა მოგატყუე ძალიან ბევრ რამეზე...მარა ზარმაცი ვარ და ოცნებები ისევ ოცნებებად რჩება...
მივრბივარ-როცა სადმე ძალიან მეჩქარება...არადა ყოველთვის სადRაც მეჩქარება... თვითონ ცხოვრებას მივყვები სირბილით...
ვერასდროს ვერ შეველევი- ჩემს მეგობრებს... ნუ ხო კაი,ვაღიარებ სისულელე ვთქვი,სენტიმენტალური იყო ძალიან, თავიდან:
ვერასდროს ვერ შეველევი- წერას!
ვწერ-ბევრს,ხშირად, ყველაფერზე,თან ღამე...ღამე კარგია როცა მარტო ხარ და საფiქრალი გაქვს,არადა ალბათ ყველა ფიქრობს,რომ ღამე კაია როცა მარტო არ ხარ

)
მარტოობა მიყვარს ოღონდ ...იშვიათად... ვჭამ ფორთოხალს,რადგან ვაშლი უფრო მიყვარს...
მძულს-ბოროტი ხალხი,არადა ბუდამ თქვა,ქვეყნად არ არსებობს სიძულვილზე უფრო მძვინვარე ზვიგენიო,მაგრამ რა ვქნა,არ არსებობს ადამიანი რამე ან ვინმე რომ არ სძულდეს,ხოდა მეც მძულს! და...
მეშინია- სიმაღლის და ზოგჯერ სიკვდილის... თან მაინტერესებს... ფილოსოფია და ფსიქოლოგია...
მინდა- ბევრი გვირილია და...ნიცაში მინდაააააააა...
მაოცებს- უინტერესო ადამიანი...პიდაპირ...ვგიჟდები-თბილ ადამიანებზე და გალაკტიონზე!
მაწუხებს-ხშირად უძილობა და არც თუ ისე ხშირად ჩემი და...
მენატრება-ჩემი უსაყვარლესი ტასო...
ვამაყობ-ჩემი თავით...ვაღიარებ...
ამოჩემებული სიმღერა-"surround me" By Hotel Costes...ჩემი სულისაა და...დარწმუნებული ვარ-ყველა აფრენილა დაააა... დაცემა...მიწაზე...საკმაოდ მყარად ვდგავარ...როცა არ მძინავს...მეგობრებთან ერთად ვარ,ჩემებთან...ჩემები,ფერები,ხელები...გავრითმეეეეე... და...ბედნიერი ვარ- კი ნამდვილად, ბედნიერი ვარ,რადგან... აუ ვერ ვიტან "რადგან"-ს,იმიტომ რომ,ზოგჯერ დუმილი სიტყვებზე უფრო ბევრის მთქმელია...ბევრია...ზღვაში ქვიშა...ზღვა...მიყვარს...მზე...ლამაზია...იმიტომ რომ სიყვარულის ფერითაა დაფერილი...და...
მჯერა-რომ ოდესმე მეც გავიგებ სიყვარული რა ცხოvელია...და...
მიყვარს-ცხოვრება და შენ,ჰო, შენ...

)
P.S. მოკლედ,კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით,საინტერესოდ მიმაჩნია ის: ჩემი ჩანაწერები, ჩემი საყვარელი ფისოსოფოსები და ფსიქოლოგიური წიგნები,მუსიკა და ხელოვნებით მოგვრილი სიამოვნება...როცა მოვკვდები,მეცოდინება,რომ ნამდვილად კარგად ვიცხოვრე და ცხოვრებას წავრტაცე ყოველივე,რაც მსურდა მისგან,ან რისი მოცემაც მას შეეძლო...
This post has been edited by Kandinskaia on 25 Oct 2008, 22:44