25 ოქტომბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტით ეწვევა ევროპის ქვეყნებს, კერძოდ: გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, გერმანიაში მისი უწმდესობა 5 ნოემბრამდე დარჩება, იტალიაში - 12 ნოემბრამდე, ხოლო საფრანგეთში - 18 ნოემბრამდე.
იტალიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება. მისი უწმიდესობის გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, 6 ნოემბერისთვის არის დაგეგმილი, 7 ნოემბერს კი - ტურინში მაცხოვრის სუდარის მოანხულება და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნა. 8 ნოემბერს შედგება შეხვედრა რომის პაპთან, ბენედიქტე XVI-თან.
12 ნოემბერს, სავარაუდოდ, პატრიარქი წირვას აღავლენს ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან.
14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობისა და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 16 ნოემბერს პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი.
მოგზაურობაში კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად გაემგზავრებიან მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი თამაზ გამყრელიძე და სხვანი.
იტალიაში, ასევე, გაემგზავრება მომლოცველთა 50-კაციანი ჯგუფი და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
მისი უწმიდესობა საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=247762"ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა"...
ეს რომ პოლიტიკურად დატვირთული ვიზიტია ცხადზე–ცხადია.
გერმანია–იტალია–საფრანგეთი – ქვეყნები, რომლებიც მაპ–ს არ გვაძლევს.
თეოკრატია ხომ არ სჯობს იმ დემოკრატიას, ჩვენთან რომ არის, ა?
იუზერებო რას იტყვით პონტში...