რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ დღევანდელ სხდომაზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" იუწყება.
შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ მხარეები მშვიდობისათვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად ყველა დაშვებულ ზომას ერთობლივად მიიღებენ. ასევე ერთად იბრძოლებენ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ აგრესიის აქტების წინააღმდეგ და ერთმანეთს აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ, სამხედრო დახმარების ჩათვლით.
შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს სამხედრო ბაზების მშენებლობისა და სრულყოფის უფლება აქვთ. რუსეთი და აფხაზეთი კი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ცალკე შეთანხმებას გააფორმებენ.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რომელიმე მათგანის წინააღმდეგ მიმართულ ბლოკსა და კავშირში არ გაერთიანდებიან.
"მხარეები ადასტურებენ და პატივს სცემენ რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობას", - ნათქვამია შეთანხმებაში.
აფხაზეთი და რუსეთი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ცალკე შეთანხმებასაც გააფორმებენ. აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვა კი ერთობლივი ძალებით განხორციელდება.
ამასთან, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს მეორე სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებაც შეუძლიათ. საკითხის დასარეგულირებლად ასევე ცალკე შეთანხმება გაფორმდება.
მხარეებმა ასევე ვალდებულება აიღეს, მათ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფა რასის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.
ანალოგიური შეთანხმება გაფორმდა ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც. აფხაზეთის შემთხვევაში დოკუმენტის რატიფიცირებას 449, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი 448 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id...&info_id=248374რას ფიქრობთ, რა ეშველება ამას და სადამდე მიგვიყვანს?