ლაშა ჟვანია სააგარეო საქმეთა მინისტრი ხდება, ეკა ზღულაძე _ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პაატა დავითაია _ სახელმწიფო მინისტრი
2008 წლის 28 10, სამშაბათი - 10:34
რამდენიმე დღეში პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. მართალია, მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ როგორც “ფაქტისთვის” გახდა ცნობილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება _ საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, გიგა ბოკერია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ჟვანია, თუმცა “ფაქტის” წყაროების თქმით, ჟვანიას ქვეყნის პირველი დიპლომატობა მაინცდამაინც არ ხიბლავს.
ასევე, წყაროების თქმით, თანამდებობას დატოვებს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და მას სავარაუდოდ ოპოზიციონერი პაატა დავითაია შეცვლის, რომელიც ამჟამად აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობს.
თანამდებობას, კულუარული ვერსიით, ასევე, დატოვებს განათლების მინისტრი გია ნოდია. საერთოდ, როგორც წყაროები ამბობენ, პრეზიდენტი განათლების სამინისტროს მუშაობით ერთობ უკმაყოფილოა.
თუ “ფაქტის” წყაროებს დავუჯერებთ, უშიშროების საბჭოსაც მალე ახალი შეფი ეყოლება. კულუარებში გავრცელებული ხმით, კახა ლომაია რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნება. უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი კი, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილმა დაიკაოს. ამჟამინდელ შს მინისტრს ეს პოსტი ერთხელ უკვე ეკავა.
კულუარული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე გახდება. ადმინისტრაციის ახლანდელი უფროსი, ზურაბ ადეიშვილი კი იუსტიციისა და გენპროკურატურის გაერთიანების შედეგად შექმნილ სამინისტროს ჩაუდგება სათავეში...
ახალ მინისტრთა კაბინეტში, ასევე, ვეღარ ვიხილავთ ფინანსთა მინისტრს ნიკა გილაურს, ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურსა და დევნილთა მინისტრს თამარ მარტიაშვილს. საერთოდ, ამ ქალბატონის შესახებ ფართო საზოგადოებამ კი არა, თვითონ მთავრობის წევრებმაც არაფერი იციან. ეს კი არადა, თავდაპირველად, როცა ქალბატონი თამარი მინისტრყ გახდა, მთავრობის სხდომებზე მისი კოლეგები, თურმე, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს ქალი რომელი მინისტრის პრეს-მდივანიაო...
http://www.fact.ge/news.aspxლიცემერი: ღირსეული ადამიანთა სიმცირე ამძაფრებს უღირსთა მიერ შექმნილი სიცარიელის შეგრძნებას.
პაატა დავითაიას
ტრადიციული "ო(ბ)ოზიციის"
აჩრდილი დაძრწის საქართველოში
და რა შეიცვლება უზერებო?
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.