ძირს ფუნდამენტალისტური ათეიზმი, რომელსაც ფუნდამენტი (დიიიახ!) ფორუმ.გემ ჩაუყარა!!!

ასეთი გამწარებით რომ ვამტკიცოთ ჩვენ, მორწმუნეებმა ჩვენი მსოფლმხედველობის სისწორე, როგორც ათეისტები ამტკიცებენ თავისას, ფანატიზმს, სიბრმავეს და რა ვიცი, რას დაგვწამებენ კიდევ... საკმარისია, ვიღაც გამოტყდეს, რომ რაღაც სწამს, მაშინვე ისეთი შეტევა მიდის, ბოდიშების მოხდის სურვილი უჩნდება საწყალს...
პირადად მე რწმენაშიც ვყოფილვარ, ურწმუნოებაშიც (მაპატიოს ღმერთმა!), მაგრამ არც ერთი მომიხვევია თავზე სხვისთვის, არც - მეორე.
ადამიანს რწმენა რომ წაართვა, მკვლელობის ტოლფასია. მეტერლინკისეული ბრმის როლში ყოფნა კიდევ სასურველი არავისთვის არ უნდა იყოს... ცნობისათვის, "ლურჯი ფრინველიც" მეტერლინკმა დაწერა.