
დაბადების თარიღი: 10 მაისი, 1843
დაბადების ადგილი: ლა-ს-პალმასი
გარდაცვალების თარიღი: 4 იანვარი, 1920
გარდაცვალების ადგილი: მადრიდი
ეროვნება: ესპანელი
საქმიანობა: მწერალი, რომანისტი
ბენიტო პერეს გალდოსი (ესპ. Benito Pérez Galdós; დ. 10 მაისი, 1843, ლა-ს-პალმასი – გ. 4 იანვარი, 1920, მადრიდი), ესპანელი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სამეფო აკადემიის წევრი 1897 წლიდან. ეკუთვნის 77 რომანი, 25 დრამა და კომედია, მრავალი მოთხრობა, პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომი. პირველი რომანები "ოქროს შადრევანი" (1870) და "გულადი" (1871) თავისუფალი ესკიზები იყო სერიისათვის, რომელიც შეიცავს 46 რომანს (1873-1912) და გადმოგვცემს ესპანეთის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს. პერეს გალდოსს ეკუთვნის აგრეთვე "თანამედროვე ესპანური რომანების" ციკლი (25-მდე რომანი, 1881-1915); მან სათავე დაუდო ესპანეთის სოციალურ-რეალისტურ დრამას.
სახლში შემთხვევით წავაწყდი გალდოსის "დონია პერფექტას" და "სარაგოსას". კარგია?

ისაუბრეთ