#11390012 · 3 Nov 2008, 15:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერიკ პატრიკ კლეპტონი დაიბადა 1945 წლის 30 მარტს, ინგლისში. იგი 16 წლის პატრისია მოლი კლეპტონისა და 24 წლის კანადელი სამხედრო მოსამსახურის, ედვარდ ვოლტერის უკანონო შვილია. სანამ ერიკი დაიბადებოდა მამამისი კანადაში დაბრუნდა თავის ცოლთან, ხოლო ერიკი ბებიამ და ბაბუამ საიდუმლოდ იშვილეს და მას დიდხანს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები, ხოლო დედამისი - მისი და. ერიკის დედა მალე გათხოვდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად. შვილი კი ბებიასთან დატოვა ინგლისში.
ოჯახური საიდუმლო კლეპტონს ბებია-დედამ მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა ბიჭს 9 წელი შეუსრულდა. ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი მისი მომავალი ცხოვრება.
მეცამეტე დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკური გიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუძნელდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდა და ცდილობდა სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა. მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა. ესენი იყვნენ: ბი.ბი კინგი, ბადი გაი, მადი ვოთერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გამორიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ იარდბერდსს.
--------------------
maybe good lord shine a light on you...
|