საქართველოსთვის ბაზრის გადაკეტვა
შუა ზამთარში მილსადენების აფეთქება
ტერორისტული ქმედებები საქართველოს ტერიტოირაზე
2003 წლიდან მოყოლებული დღემდის თითქმის ყოველდღე აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში ქართველების მოტაცება დაწიოკება და მკვლელობა
2007 წლის ნოემბრის ამბები
ბოლოს აგვისტოს ამბები
რისთვის და რატომ აკეთებდა ამას რუსეთი, იქნებ მიშას პიარისთვის, და ამას იტყვის ნორმალური ადამიანი?
ყველანაირი ბინძური ხერხი იხმარა რუსეთმა, აბსოლიტურად ყველანაირი, მაინც ვერ მოახერხა ხელისუფლების შეცვლა, რუსეთის ამ ყველა ქმედებებიდან ყველაზე ეფექტური მაინც ნოემბერში განხორციელებული მოვლენები იყო, და ამას მშვენივრად ხვდება რუსეთი, არცეთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებების დროს არ იყო რუსეთი ისე ახლოს თავის მიზანთან ხელისუფლების შეცვლისა , როგორც გასული წლის ნოემბერში;
ამიტომაც ის შეეცდება იგივეს განმეორებას;
მისი აგვისტოში შემოჭრის ერთერთი მთავარი მიზანი იყო და არის, ხალხის მასებში რაც შეიძლება მეტი გაღიზიანების შეტანა და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მუხტის რაც შეიძლება მაქსიმალურად გააქტიურება , ყველაფერ ამის ფონზე ადგილობრივი რენეგატების თუ გზააბნეული პოლიტიკანთა ხელით საპროტესტო აქციათა წამოწყება, და საბოლოოდ იმ მიზნის მიღწევა რასაც 5 წლის განმავლობეში ვერ მიაღწიეს;
თავად ზიან ახალგორში და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან ალბათ, თუ როდის მოუხმობენ დასახმარებლად ერთმორწმუნე ქვეყნის " ქართველი ხალხის ნების და მათი უფლებების დამცველი პატრიოტები" ველური დასავლეთისა და აშშ სგან მოსყიდული მოღალატე ხელისუფლების დასამხობად, რომელმაც გაჰბედა და უარყო ის ფასეულობები რასაც ქართუ-რუსული ძმობა ედო სათავედ;
აბა თვენ იცით შეუერთდით აქციას, ძირს ეს ხელისუფლება, გაუმარჯოს კომუნას, ძმურთა კავშირს, ერთმორწმუნეობას, ჩვენ ერთი სიხლისანი ვარ, ჩვენ და რუსეთი
არვის ეგონოს რომ აქციების წინააღმდეგი ვარ, გამოფხიზლება და შემოლაწუნებაც საწიროა ხშირად, ძაან ბევ რამეში შეიძლება არ ვეთანხმები ამ ხელისუფლებას, მაგრამ ბედი არ გაუწყრეს ვინმეს და ნუ გადაამეტებენ ძალიან თორემ ძაან ცუდად დამთავრდება , ეს ყველაფერი, პირველ რიგში ქვეყნისთვის;