საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
მოგმართავთ თამბაქოს კონტროლის ალიანსის წევრი ორგანიზაციების სახელით და გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების მხრივ არსებული უკიდურესად მძიმე მდომარების გამო, კერძოდ:
- კატასტროფულად მატულობს მწეველთა რიცხვი და მოსახლეობის თითქმის 40% მწეველია, რაც მსოფლიოს ყველაზე განუვითარებელი ქვეყნების რიგში გვაყენებს;
- საზოგადოების ჯანმრთელობისათვის კატასტროფული სურათი გვაქვს იმით რომ ყოველწლიურად 11000 ადამიანი იღუპება ქვეყანაში თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების გამო და დაახლოებით 240000 ავადდება სხვადასხვა ნოზოლოგიის დაავადებებით;
-განსაკუთრებით შემაშფოთებელია თამბაქოს მოხმარების სამჯერ ზრდა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ახლაგაზრდა გოგონებს შორის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და შესაბამისად ახალშობილთა მკვდრადშობადობის ზრდა მწეველ ქალებში.
- დაბალი გადასახადები და ამ მომაკვდინებელი პროდუქტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, აგრესიული რეკლამა და შენობებში და ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის კანონის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან განზრახ შეუსრულებლობა საუკეთესო გარემოს ქმნის ჩვენი მოსახლეობის გენოციდისათვის.
- ნაწილობრივი ზომების შემოღება არაეფერტურია და მოითხოვს საყოველთაო და მკაცრ რეგუილირებას. თამბაქოს ნაწარმი არის ერთადერთი ლეგალური ნაწარმი რომელიც კლავს ადამიანებს, ამიტომ ასეთი ინდუსტრია არ უნდა იყოს მთავრობების მიერ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული. ხოლო პოლიტიკოსები ვინც სასათბურე პირობებს უქმნის ამ ინდუსტრიას და რეგულაციის გარეშე დატოვებას ემხრობიან თავად ხდებიან ჩვენი მოსახლეობის მკვლელობის თანამონაწილეები.
ცივილიზებული მსოფლიოსათვის თამბაქოს ინდუსტრიის პოლიტიკის გამტარებელი მთავრობები დისკრედიტირებულია და მეტყველებს ქვეყნის განვითარების ჩამორჩენილობაზე.
პოლიტიკოსების პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მოსყიდვა, გადაბირება არის თამბაქოს ინდუსტრიის მოძველებული მეთოდები, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ჩვენნაირ ქვეყნებში. შესაძლოა მათ გადაბირების ისეთი ფორმებიც ქონდეთ შემუშავებული რომ იქმნებოდეს შთაბეჭდილება რომ ეროვნულ საქმეს ემსახურებიან.
- ჩვენ კარგად გვესმის რომ რუსეთთან საომარი სიტუაციიდან ნელ-ნელა გამოდის ქვეყანა, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრია წლების განმავლობაში საომარ მდგომარეობაშია ჩევენს მოსახლეობასთან და საომარი მოქმედებების გარეშე ანადგურებს ჩვენი გენოფონდის დიდ ნაწილს იმ ასაკში როცა ყველაზე აქტიურია ადამიანი.
საქართველოს მთავრობის შარშანდელი პოზიცია რომელიც მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობის მხრიდან იმართებოდა და იმართება დღესაც შეიძლება შეფასდეს ქართველი ხალხის გენოციდის მცდელობად. ამ გავლენის ქვეშ მოქცევის ნიშნები შეინიშნება პარლამენტშიც სადაც ინტენსიური შეხვედრები აქვთ გაჩაღებული თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონპროექტების განხილვის პროცესებს და კარგად აცნობიერებს რა შეიძლება დარჩეს მათგან ინდუსტრიის ზეწოლის გამო.
უახლოეს პრიოდში პარლამენტში განვითარებული მოვლენები გამოაჩენს თუ რამდენად ექვემდებარება მთავრობა და პარლამენტი თამბაქოს ინუსტრიას. ამ მხრივ საგანგაშო სიგნალი უკვე გაჩნდა საერთაშორისო დონეზე, სადაც საერთაშორისო ექსპერტი აანალიზებს დღეს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მხრივ არსებულ კატასტროფულ მდგომარეობას:
http://tobaccofreecenter.org/story/2008/10...tobacco_control-
ამ უმძიმესი მდგომარეობის შესახებ ოფიაციალურად ეცნობება ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს მხარეთა მესამე კონფერენციაზე რომელიც გაიმართება სამხრეთ აფრიკაში მ/წ 16-24 ნოემბერს. ქვეყანა კიდევ ერთხელ შეიძლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტების პერსონალიების ლუსტრირების გამო. ჩვენ კიდე გვაქვს იმედი რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალნი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და მხარს დაუჭერენ თამბაქოს ინდუსტრიის მკაცრ რეგულირებას, რათა გადარჩეს მოსახლეობის საკმაო ნაწილი განსაკუთრებით მომავალი თაობები, რის გამო მოვუწიდებთ საქართველოს ახალ მთავრობას და პარლამენტს დაუყოვებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები, რომელიც შეესაბამება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრ ვალედებულებებს და რომლის წევრია საქართველო ბოლო სამი წლის განმავლობაში:
- აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება ყველა დახურულ შენობა-ნაგებობაში და ტრანსპორტში;
- აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა და სპონსორობა;
- აიკრძალოს თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
- თამბაქოს გამაფრთხილებელი სამედიცინო ფორმა დატანილი იყოს თამბაქოს კოლოფის ორივე გვერდის მინიმუმ 50%-ზე და დატანილი იყოს იმ დაავადებების სურათები (პიქტოგრამები) რასაც იწვევს თამბაქოს მოხმარება
- გაიზარდოს თამბაქოზე ფასები არა ხელოვნურად როგორც ახლა აპირებს ინდუსტრია არამედ გადასახადის მატების ხარჯზე;
- მთავრობამ დაავალდებულოს თამბაქოს ინდუსტრია და დააკისროს კომპენსაცია მოსახლების ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად;
- შემოღებულ იქნას ლიცენზირება თამბაქოს წარმოებაზე, მოყვანაზე, დისტრიბუციაზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე, იმპორტზე და ექსპორტზე, რათა აღიკვეთოს ის ქაოსური მდგომარეობა რაც ბაზარზეა დღესდღეობით;
- შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო რომელიც არასამთავრობო ორგანიზციების თანამონაწილეობით ჩამოაყალიბებს ქვეყნის სტრატეგიას ამ სფეროში და მონიტორინგს გაუწევს იმ უწყებების საქმიანობას რომლებიც ვალდებული არიან რეგულირებაში მოაქციონ ეს ინდუსტრია და აღასრულონ კანონის მოთხოვნები.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი საქართველოში
* * *
იგივე თემაზე სტატია გაზეთ რეზონანსში შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.opentext.org.ge/08/resonance/081/081-29.htm