კარგია რომ დაიჯერე,ეხლა სხვებიც დაიჯერებენ.გთავაზობთ ბ-ნ ჯაჯას კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით . შენ თავზე არ მიიღო,უბრალოდ გადმოვაკოპირე.
აი აი აი. სანამ რაღაცას იტყვი კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და დააყოლებ სიტყვას "მგონი" ჯობია შენით დააყენო და ნახო ვინ და რომელი რას და როგრო აკეთებს.
ნორტონი კაიხანია ისტორიას ჩაბარდა. ახლა უფრო გამოსადეგია აკრონისი და აი რატომ:
შეუძლია დაინსტალირებულ სისტემაზე მუშაობა (აღდგენა და იმიჯის შექმნა), შეუძლია იმიჯის არქივაცია, პაროლით დაბლოკვა, ამის გარდა შეუძლია კომპაქტებზე ჩაწერა, თან წინასწარ აქვს დისკების ზომები გაწერილი ვთქვათ 650 700 მეგაბაიტი, თუ ერთ დისკზე არ ეტევა იმიჯი თვითონ ტეხავს და ნომრავს, აღდგენისას კი ითხოვს შესაბამის დისკს. გარდა ამისა შეუძლია DVD დისკებზე ჩაწერა.
ახლა დამატებითი შესაძლებლობები განვიხილოთ. შეგიძლია შექმნილი იმიჯის ვირტუალურ დისკად მიმაგრება და საჭირო ინფოს გადმოწერა, შეგიძლია დისკის, ან დისკის პარტიშენების კლონირება, შეგიძLია თვითონ გააკეთებინო თავისი გრაფიკული ვერსიის ჩამტვირთავი კომპაქტ დისკი, რომელსაც სხვატაშორის თვიტონ ჩაგიწერს და გაგიმზადებს, შენ ოღონდ კომპაქტი მიეცი.
შემდეგი უფრო ძლიარი შესაძლებლობები, აღდგენა Windows-იდანვე (თუმცა გადატვირთვას ითხოვს რომ გააგრძელო აღდგენა), თავისი ჩამტვირთავი დისკიდან გაშვება და იმიჯის აღდგენა, კომპაქტიდან, ან ვინჩესტერზე არსებული სხვა ლოგიკური დისკიდან. გარდა ამისა შეგიძლია შეაქმნევინო ჩამტვირთავი სექტორი თვითონ ვინჩესტერზე, შედეგად ყოველი სისტემის ჩატვირთვის წინ შეგიძLია დააჭირო F11-ს და Windows-ის მაგივრად გაუშვებ აკრონისის გრაფიკულ გარსს (გამოსადეგია მაშIნ როდესაც ჩამტვირთავი კომპაქტი ხელთ არ გაქვს, Windows-ი კი არარ ირთვება), შემდეგი სუპერ შესაძLებლობა, შეგიძLია ნებისმიერ დისკს ჩამოაჭრა სასურველი მოცულობა, ვთქვათ 3-10 გიგაბაიტი (რაც მოგესურვება) და ქმნი დახურულ დანალულ დისკს, რომელსაც Windows-იდან ვერ მიაკითხავ, სამაგიეროდ ამ დისკზე შეგიძლია შეინახო აკრონისის იმიჯი, პლიუს ამ დაცულ და დამალული დისკს შეგიძლია პაროლი დაადო (მოხერხებულია მაშIნ როდესაც მომხმარებლებს ხელები ექავებათ და ხან კომპაქტ დისკებს კარგავენ, ხან ვინჩესტერზე შენახულ იმიჯს შლიან, იმისათვის რომ თავისი სუპერ ახალი ჩამოქაჩული პორნოგრაფია შეინახონ).
ასევე შესაძლებელია აღდგენა ან იმიჯის შენახვა შედულერით, ანუ გარკვეული პერიოდულობით, შესაLძებელია შეინახო მხოლოდ ის ცვლილებები რაც მოხდა ძირითადი იმიჯის შენახვის შემდეგ, ანუ ძირითადი გაქვს და იმის მერე ვთქვათ მარტო Office დააყენე, თავიდან ახალი იმიჯის შექმანს და ადგილის დახარჯვას ჯობია მხოლოდ დამატებული ცვლილებები შეინახო (ანუ ეგრეთწოდებული ინკრიმინირებული იმიჯების დამატება) და ასე შემდეგ.
გარდა ამისა თუ გაქვს 9.1 ვერსია სერვერული ან მე 11 ვერსია თუნდაც მომხმარებლის, მაშინ შეგიძლია ქსელში მეორე კომპზე გადაწერო იმიჯი, ან პირიქით ქსელში შენახული იმიჯი გადმოწერო აღსადგენ კომპზე (იგულისხმება, თავისი ჩამტვირთავი კომპაქტის ან ჩამტვირთავი იმიჯის ბუტინგის მეშვეობოთ Widnows-ის დრაივერების გარეშე!!!!!)
კაროჩე რა მილიარდი სუპერ შესაძლებლობა, აქვს, ამის მეასედიც არ აქვს ნორტონის მოჩვენებას (Norton Ghost), თუ რაიმე არ გაწყობს ან რაიმე ახალი იდეა გაქვს მისწერე მწარმოებელს და დარწმუნებული ვარ იმასაც ჩააყოლებენ.
მგონი ამომწურავი პასუხია არაა?