#11455118 · 9 Nov 2008, 00:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ აქ უნდა გამესხნა ეს თემა.
ახლა რა ხდება: დღეს მოვიდა 3 კვერცხი კავკაზუსიდან და დამიყენა ჯელინკი. სახლში მაქვს ორი კომპი: მთავარი კაბელი შემოდის სახურავიდან, ერჭობა სვიჩში და იქიდან ნაწილდება და მიდის ორივე კომპამდე ცალ-ცალკე კაბელით. პრობლემა იმაშია, რომ ორივე კომპიდან ვორქგრუპში მეორე კომპს ვერ ვხედავ; ანუ: როცა ვზივარ A კომპთან და ნეთვორქ პლეისებში ვორქგრუპს ვნახულობ, იქ არის მხოლოდ რაზეც ვზივარ ის კომპი, ანუ კომპი A. ანალოგიურად მეორე B კომპზეც: როცა B კომპის ნეთვორქ პლეისებში და ვორქგრუპში შევდივარ, ისევ მარტო ჩემს თავს, ანუ კომპ B-ს ვხედავ.
პრაქტიკულად ქსელი არა მაქვს. არ მაქვს შეარინგი. მაგრად ტეხავს ასე ცხოვრება და რაც მთავარია, ჩემით ვერაფრით ვერ დავანახე კომპებს ქსელში ერთმანეთი. ჩემს ერთი-ორ გამოკლავიატურებულ ძმაკაცს რო დავურეკე, ერთმა ერთი მითხრა (ვსვამო) და მეორემ მეორე - ეგ ჯელინკზე რთულად კეთდებაო, სხვადასხვა აიპიებიაო და კიდე რაღაც მაზალო სიტყვა მითხრა, ვილაინიო თუ ვილანიო თუ რაღაც ეგეთი.
ხალხო, მიშველეთ, რა, რამე. გამაკეთებინეთ ქსელი, დამანახებინეთ ჩემი A და B კომპებისთვის ერთმანეთი, ამაწყობინეთ შეარი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში უფასოდ გაგაწევრიანებთ ბოიშვილი ვიყო.
ძაან ძაან მიჭირს მართლა.
|