ამა წლის აგვისტოს მოვლენებმა ბევრი ჩვენი თანამემამულე აიძულა დაეტოვებინა თავის
სახლ-კარი. სხვადასხვა მონაცემებით ლტოლვილთა რაოდენობა სამაჩაბლოს რეგიონიდან
60 000 ადამიანს აღწევს.
ფოტო იხილეთ აქ
როგორც მოგეხსენებათ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა დახმარება აღმოუჩინოს ომით დაზარალებულ ქართველ მოსახლეობას, როგორც სამაჩაბლოდან ასევე აფხაზეთიდან. რამოდენიმე ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება ლტოლვილების დახმარებას კონფლიქტის ზონაში.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია
http://www.handforhelp.cz/organizace-f1.htmმოიპოვა გრანტი პროექტზე "მობილური კლინიკა". (კლინიკას "მობილური" იმიტომ ქვია, რომ ის შეიძლება ერთ დღეში იქნეს აწყობილი, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში - მტრის ხელში რომ არ მოხვდეს, დაიშლება და გადატანილი იქნება სხვა ადგილას. შეიცავს საოპერაციოს დარბაზს, სასტერილიზაციო კუთხეს და ა.შ)
ამჟამად ამ ორგანიზაციის და ჩვენი საშულებით მიმდინარეობს ამ კლინიკის დარჩენილი (გრანტმა მხოლოდ ნაწილი დაფარა) აღჭურვილობის და პაციენტების "ოთახის" დაკომპლექტება. მასალის დიდ ნაწილს თვითონ ჩეხები აგროვებენ (იხილეთ ამ კვირაის სურათები).
ჩვენ, ქართველებმა მოვახერხეთ გადაგვეწყვიტა ყველა საკითხი "ქართვული მხრიდან", რათა ამ კლინიკის ფუნქციონირება დროული და ეფექტური იყოს. ამ საკითხში ჩართულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო (იხილეთ მათი წერილი და ფოტოები, სადაც კლინიკა განთავსდება, სურათები მინისტრის მოადგილემ პირადად გადაიღო), სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, და ჩვენი საელჩო. უნდა აღინიშნოს სახელმწიფო სტრუქტურების ძალიან სწრაფი რეაქცია და სრული მზადყოფნა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ექიმებს, ყველანაირ მედიკამენტებს, ტვირთის დროულად განბაჟებას, კლინიკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, დაცვას, სასწრაფო დახმარების ავტომანქანას.
ორი დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გავა თბილისიკენ დეკემბრის დასაწყისში.
რა თხოვნა მაქვს თქვენთან?
ჩვენ სათვისტომომ ასევე უნდა შევიტანოთ მცირეოდენი წვლილი ამ პროქტში. ამიტომ საჭიროა გარკვეული თანხა, კერძოდ კი 30 000 კრონი. ამჟამად უკვე მოვახერხეთ შეგვეგროვებინა 15 000 კრონამდე
http://www.samshoblo.net/news.php.
რატომ 30 000 კრონი?
კლინიკას დაეკისრება მრავალი ფუნქცია, მათ შორის ქირურგიული ოპერაციები და სამშობიარო ნაწილიც კი. ჩვენ გადავწყვიტეთ შევიძინოთ ხელოვნური სუნთქვის - ჟანგბადის მიწოდების აპარატი (იხილეთ ფაქტურა), რაც ეს თანხა ღირს.
ყველას უმორჩილესად გთხოვთ რომ გაიღოთ რისი საშულებაც გაქვთ და თანხა გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე :
0741304319/0800
Česká Spořitelna
Pobočka Plzeň - Bory
Klatovská tř. 39
IBAN CZ31 0800 0000 0007 4130 4319
Bic GIBACZPX
პროექტის შედეგებს და თანხის რაოდენობას შეგატყობინებთ. გამოქვეყნდება ჩვენ ვებ გვერდზეც . გარდა ამისა ვინც დახმარებას გაგვიწევს, განვათავსებთ მათ სახელს და გვარს ჩვენს ვებ გვერდზე და გაზეთებშიც (თუ თანახა იქნებით).
კლინიკის ფუნქციონირებას გააკონტროლებს ჩეხების მიერ მივლინებული კოორდინატორი
წინასწარ დიდი მადლობა
ჯიმი დაბრუნდაშვილი
724 551 786
ლინკი This post has been edited by babuagiorgi on 9 Nov 2008, 13:47