Landishსტიქაროსანთა ფუნქციებს ადრე იპოდიაკვნები " (ჰიპოს. ბერძ.-დაქვემდებარებული - ანუ დიაკვანსდაქვემდებარებულები) ასრულებდნენ, მათზე ქიროტონია (ხელდასხმა) არ აღესრულებოდა, მაგრამ აღესრულებოდა ქიროტესია (ხელდადება), რის შემდეგაც ცოლის მოყვანა ეკრძალებოდათ და ხელდადებულ - პოტენციურ სასულიერო პირებად ითვლებოდნენ.... იპოედიაკვნები ტრაპეზს ემსახურებოდნენ/ემსახურებიან(ზოგიერთ ეკლესიაში) ასევე შეეძლოთ მცირე კვერექსის თქმა (რაც დღეს სტიქაროსნებს არ შეუძლიათ)
კარგა ხანია ეს წესი შეცვლილია აღარავითარი საკრალური მნიშვნელობის საიდუმლოს ადგილი არ აქვს სტიქრით შემოსვისას... მხოლოდ გარკვეული წესით შემოიფარგლება, ისიც ყველგან ერთნაირი არ არის

ბუნებრივია ყოველივე ეს დიდ პასუხისმგებლობას და მოვალეობას უკავშირდება...
სტიქაროსანი ლიტურღიის მოსამსახურეა, მას აქვს პატივი უშუალოდ მოემსახუროს როგორც მწირველს, ასევე ქრისტესადმი მლოცველ ერს... ყოველივე ამას კი სჭირდება დიდი ეთიკა და დიდი მოთმინება, დამიჯერე, ქართველები არც თუ დამჯერი ხალხია

მისი ფუნქციები მრავალგვარია, ძირითადად საკურთხეველს უკავშირდება და მისი დასუფთავებით დაწყებული - სანთლით გამოსვლით დამთავრებული ყველაფერს მოიცავს, ცხადია არაპირდაპირ... სტიქაროსანთა გარეშე ფაქტობრივად ვერ იარსებებს ლიტურღია, რამდენადაც სასულიერო პირებს მარტო გაუჭირდებათ მსახურების დაყენება....
როცა ოთხი წლის წინ პირველად შევიმოსე სტიქარი, ზამთრის ძალიან ლამაზი საღამო იყო, წინა ორი დღე გადაუღებლივ თოვდა და ყველაფერი პარალიზებული გახლდათ, მახსოვს ტაძრამდე მისასვლელად ორი საკმაოდ მძლავრი დაცემის გადატანა მომიხდა... ამინდის გამო ტაძარში მხოლოდ მე და რამდენიმე ადამიანი ვიყავით.... სტიქარი დავკეცე და საკურთხევლის წინ მოწიწებით დავდექი, გული მიფრთხოდა და ვგრძნობდი რომ ჩემ პატარა ცხოვრებაში პირველი პასუხისმგებლობა იწყებოდა.. შემდეგ მოძღვარმა საკურთხეველში მომიხმო და მახსოვს როგორ გადავაბიჯე თვალდახუჭულმა შუა ტაძრისა და საკურთხევლის გამყოფელ მიჯნას... საკურთხეველი იმაზე გასაოცარი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, სამკვეთლო, ტრაპეზი, მაღალდასაჯდომელი, რომელთა არსებობაც გარეთ, მრევლთან ერთად დგომის დროს არ ვიცოდი... აღმოვაჩინე რომ სტიქაროსნები არც სამკვეთლოს ეხებიან და არც ტრაპეზს, მაღალდასაჯდომელზე კი მხოლოდ ეპისკოპოსები სხედან... აქვე ეკიდა საცეცხლური, რომლითაც კმევა ხორციელდება და სასიამოვნო სურნელი გვეფრქვევა თავზე... პირველი ერთი კვირა ძალიან მიჭირდა გახურებულ ნახშირზე საკმევლის მოთავსება... ერთხელ მამა დიაკონმა მითხრა, შვილო როდამდე უნდა ითამაშო კალათბურთი გაბედულად დაადეო

სანთლით გამოსვლა ძალიან მიყვარდა, წინ მივუძღვოდი სახარებას და ვიცოდი, რომ ამ დროს ჩემ ხელში მოთავსებული სანთელი იოანე ნათლისმცემელს აცოცხლებს და განასახიერებს, როგორც უფლის გზის წინამორბედს და სახარების ნათელს... სამწუხაროდ დღეს ვეღარ ვახერხებ აქტიურ მსახურებას, ჩემ მშობლიურ ტაძარს დავშორდი და მის უწმინდესობასთან, არქიდიაკონის სურვილითა და ჩემი თანხმობით გადავედი... სამებაში უამრავი სტიქაროსანია და ცხადია ყველას არ უწევს საქმის გაკეთება...

სიმრავლე დიდია, მაგრამ სამწუხაროდ ცოტას თუ ესმის რას ნიშნავს საკურთხეველში მსახურება....
ხო კიდევ, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მე პირველ დღეს მითხრეს რომ ვერ დავღვრი თბილსისხლიანი ცხოველის სისხლს... ანუ ვერ ვინადირებ, ვერ დავკლავ ქათამს და ა.შ

რაც შეეხება მამაკცობრივ ასპექტებს, მე ვერაფრით დაგეხმარები, თავად ეს პრობლემები არ ქმონია
ესენი ამერიკელი კოლეგები არიან, მართლმადიდებლები


ეს კი მე ვარ, უსაქმურთა შორის რჩეული

მისი უწმინდესობის სურვილით სამებაში სტიქაროსნები მსახურებისას ერთ კანონს კითხულობენ (სულ 20 კანონია, რომელიც საკუთარ თავში 151 ფსალმუნს მოიცავს)
This post has been edited by მნათეუსი on 11 Nov 2008, 01:09