უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალურია
გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის აზრით, საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანებას ალიანსის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ შეძლებენ, რაც უახლოეს მომავალში არარეალურია.
უახლოეს მომავალში ეს ქვეყნები იმ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, რაც ალიანსის წევრობისათვის აუცილებელია-განაცხადა ანგელა მერკელმა ორშაბათს გერმანიის ატლანტიკური საზოგადოების შეხვედრაზე. ქვეყნებში, რომელთაც ნატოში გაწევრიანების კანდიდატობა სურთ, მერკელის თანახმად, რეგიონალური კონფლიქტები არ უნდა არსებობდეს.
"ჯორჯია ვიქლი", 10 ნოემბერი 2008 წელი.
http://www.georgiaweekly.net/index.php?newsID=1888