#11498724 · 12 Nov 2008, 22:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GEORGIAN FONT 2008-11-12 18:36 ურთულესი ოპერაციის შემდეგ პატრიარქი თბილისში დაბრუნდა
თვითმფრინავი, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში ჩამობრძანდა, აეროპორტში ზუსტად 18.10 საათზე დაეშვა. უწმინდესი გერმანიიდან ჩარტერული რეისით თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოფრინდა. პატრიარქს თბილისის აეროპორტში პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი, თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი, პარლამენტარები გიგი წერეთელი, ლაშა ჟვანია, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე, "დემოკრატიული განვითარების ფონდის" პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დახვდნენ. უწმინდესს ტრაპზე ჩამოსვლისას შეეგება მეუფე კალისტრატე. მან მადლობა გადაუხადა უფალს პატრიარქის საქართველოში მშვიდობით დაბრუნებისთვის. თავად პატრიარქმა ჯვარი გადასახა აეროპორტში მყოფ პირებს. მას რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. აეროპორტის ტერიტორიიდან გამოსვლისას პატრიარქს სანთლებითა და ლოცვით მრევლი დახვდა. უწმინდესის ესკორტმა უკვე დატოვა აეროპორტის ტერიტორია და ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა. ტაძარში იგი სამადლობელ პარაკლისს აღავლენს. წინასწარი ინფორმაციით, უწმინდესი მეტეხის ხიდზე ასი ათასი ქართველის ხსენების დღეს პარაკლისს გადაიხდის. უწმინდესს გერმანიის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში სისხლძარღვთა კორონალური სტენტირება ჩაუტარდა. გადაუდებელი ოპერაციის გამო მან საფრანგეთსა და იტალიაში ვიზიტი ვერ შეძლო.
--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით... მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.
|