ესეიგი..
კალათბურთის თამაშის დროს, მარჯვენა ხელის მეოთხე თითი (არათითს რომ ეძახიან) წამოვდე მოწინააღმდეგეს..
იმხელა ტკაცანის ხმა იყო რომ მარტო ხმის გამო გამიხდა გული ცუდად..
ტკივილი ჩამიცხრა მაშინვე მალევე.. მაინცდამაინც ვერ ვგრძნობდი.. თუმცა პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში რომ თითი აღარ მემორჩილებოდა

.. მეორე ხელით ავიღე გვერძე გადაწეული თითი და თავის ადგილს დავუბრუნე ;( ..
(ეხლაც მაჟრიალებს.. )
შემდეგ 5 დღე ვიარე ეგრე.. რაღაც დაჭიმული გექნებაო და ეგ არაფერიო.. (მოტეხილი რომ გქონდეს გაგაგიჟებსო)..
ბოლო ბოლო რომ მაწუხებდა და უფრო შემაწუხა წავედი მერვე საავადმყოფოში..
ტრავმატოლოგიურში დავით გოდერძიშვილთან.. აღმოჩნდა რომ მეოთხე ნების (ფალანგის) ძვალი მაქვს გატეხილი..
ნუ იქ შემიხვიეს და რამე .. რენტგენი გადამიღეს და ..სულ ცოტათი მილიმეტრით იყო გვერძე დაცურებული ანუ ორივე მხრიდან ..
(იხ სურ.1) შემდეგ ..სრულიდ შემთხვევით აღმოჩნდა რომ ჩემი ახლო მეგობრის ძმაკაცი არის ღუდუშაურის გენ.დირექტორი და იქ გადაგყვებიან ზედო.. ამასობაში თაბაშირმა მომიჭირა.. და ხელი გამისივდა.. მაგრამ უკვე მერვეს ნაცვლად წავედი ღუდუშაურში....(ვითომ უკმაყოფილო ვიყავი რომ რატო ზუსტად არ დამისვა 1 1-ში ძვლები თქო.. არადა მერვეს ექიმმა ამიხსნა რომ ეგ ისეთი პატარა და მიკრო ძვალია რომ მილიმეტრით ვერავინ გაგისწორებსო..). მივედი ღუდუშაურში..მოკლედ მთელი სადოქტორო ნაშრომები გადმომიღო ამ ქირურგმა (ღუდუშაურში) და დამიწყო რაღაცეების სწავლება.. და კაროჩე რა.. ბოლოს მითხრა ეხლა გაგიხსნი თაბაშირსო, რომ აღარ მოგიჭიროსო.. და რომ გამიხსნა თავის ჭკუით რაღაცა ძვალიც ამოქაჩა და გამისწორა.. შემდეგ გადავიღე კიდე რენტგენი.. და აღმოჩნდა უფრო დაცურებული..

(სურ.2) .........
მოკლედ ასე გაგრძელდა.. თაბაშირით ვიარე 3 თვე..... (არადა ვითომ რა უმნიშვნელო და უაზრო პატარა ძვალი)..
არადა აღარ შემიხორცდა.. უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.. როგორია ? მარჯვენა ხელი თან და თან სულ ტკივილები ამდენი ხანი...........
ბოლოს ერთმა მითხრა ვაჟასე ცხოვრობს ერთი კაციო..და ასკურავას პონტში არისო.. მთელი საქართველო მანდ დადისო........
მივედი მაგასთან..... მაგ კაცის პრიორიტეტი არ იყო ძვლის გასწორება.. მე ამას ვერ მოვკიდებ ხელსო.. (ძაან ბევრი ვიარე იქით აქეთ.. და ვიწვალე..) ბოლოს მითხრა რომ იყოს ეს ძვალი როგორც არის და ასე შევახორცოთო..ბოლო ბოლო მერე თუ შეგაწუებს რამეს სხვას იზამო.. (ალბათ ოპერაციას გულისხმობდა)..
..ისე გამოვიდა რომ ღუდუშაურში თითქოს შეგნებულად დამიცურა იმ ქირურგმა ძვალი რომ მერე ოპერაციაში 2000$ გადამეხადა..
ასე ძვირი კი იმიტომ ჯდება რომ მიკრო ქირურგიაა და ძალიან რთულიაო.. და ისე მართლაც მერე ინფორმაცია რომ მოვიძიე ინტერნეტში ერთ ერთი ურთულესი ადგილი ყოფილა ხელის მტევანი.. მილიონი ნერვი და არტერიული დაბოლოვება და მყესები და კუნთები და მოკლედ რააააა....
ბოლო ბოლო ამ კაცმა (კერძოდ ვისთანაც მივედი) მართლაც შეახორცა.. ოღონდ მოდით ასე ვთქვათ.. კი არ შეახორცა ძვალი ძვალს ?.. არამედ თითქოს დააწება !, ისეთი ძლიერი მალამო აქვს რაღაცა რომ ძვალი დაწებდა.. და მივიღეთ ბოლოს ეს შედეგი (სურ.3).... იმის მერე მითხრა გაგივლისო .. და რავი...... თითქოს ხან მავიწყდება და ხან რა .. მაგრამ ფაქტია რომ.. აგერ მესამე წელია და ეს ხელი ყოველ დღე მტკივა..

უბრალოდ არ ვწუწუნებ და ამიტო არავის ეშინია.. თორემ აშკარად მტკივა.. და ისეთი შეგრძნება მაქვს შიგნეულად რომ (შიგნით ხომ ყველაზე კარგად მე ვგრძნობ რა დროს მტკივა და რა მოძრაობებში.. და რანაირად მტკივა) თითქოს ძვალის გამო არაა ტკივილი.. თითქოს სადღაც მყესია წამოდებული ძვალს და ის მტკივა..ან გაჩხერილია მყესი შენახორცებს შორის.. (ესეც არ არისო გამორიცხულიო)......... მოკლედ ძალიან მძიმე დღეში ვარ.. ;( იქნება ვინმემ რამე დამაკვალიანოთ.....................
ჰო და ბოლოს.. ოპერაციას იმიტომ არ დავთანხმდი ღუდუშაურში რომ (ისე ეგრევე კი შემომთავაზეს

) იმდენი რაღაც პროცედურა ამიხსნა იმ კაცმა რომ.. მოკლედ ბოლოს უნდა ეჯიჯგნათ ხელი..
1.გაეჭრათ.
2.გადაეჭრათ მყესები და კუნთები რომ ძვლამდე ჩასულიყვნენ
3.ძვალში ჩაეყენებინათ რკინები
4.და მერე კიდევ ერთი ოპერაცია 3 თვის მერე.. ისევ პუნქტი 1., 2., და ამოეღოთ რკინები და მოკლედ .......... უნდა დაეჯიჯგნათ ჩემი ხელი............
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ამ პოსტს..
This post has been edited by fracture on 19 Nov 2008, 21:10
მიმაგრებული სურათი