მას შემდეგ რაც ოპერა განაახლეს ფარდის ზემოთ ქართულად იწერებოდა ხოლმე ტექსტი რასაც მომღერლები იმ მომენტში ამბობდნენ. დაახლოებით ისე როგორც ფილმებში არის ხოლმე. მე ერთხელ ვნახე ასე ოპერა და მინდა გითხრათ, რომ ოპერით ასე არ მისიამოვნია არასდროს! თან სუბტიტრებს რომ ადევნებ თვალს და საქმის კურსში ხარ ზუსტად რა ხდება გაცილებით ინტერესით უყურებ ოპერას.
მას შემდეგ დიდი ხანი არ ვყოფილვარ ოპერაში...
ახლახანს ვიყავი ორჯერ, მაგრამ ის სუბტიტრები აღარსად სჩანს...
ხომ არ იცის ვინმემ რატომ გააქრეს და იქნება თუ არა მომავალში?
მოდერატორებს: კლასიკურ მუსიკაში გადაიტანეთ რა. შემეშალა ადგილი.
This post has been edited by Wanderer on 9 Nov 2008, 13:26